ამონარიდები რომენ როლანის მოთხრობიდან – “პიერი და ლუსი”
“ხელს ნუ ახლებთ ჩემს სულის სიმშვიდეს,ჩემს მყუდროებას! ის ჩემია,მე მეკუთვნის.მე მეკუთვნის მანამ,სანამ… ჟამი დაჰკრავს!..” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“საშინელია ხალხს დაემსგავსო,რომლებიც ამაყობენ,ადამიანები ვართო და შეუძლიათ ყველაფერი გაანადგურონ და წაბილწონ”.
* * *
“როდესაც საფრთხე გამუდმებით გემუქრებათ,ბოლოს და ბოლოს,შეეჩვევით და ყველაფერი ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა ხოლმე.შეიძლება ერთგვარი სიამოვნებაც კი იგრძნოთ,თუ მარტო არა ხართ და საფრთხე უმნივნელოა”.
* * *
” – რა საბრალონი,რა უსუსურნი ვართ ადამიანები!”
* * *
“მე ვგრძნობ იმდენს,რაც ერთ ადამიანს ეყოფა”.
* * *
” – განა ბევრს ვითხოვ?.. ხშირად უთქვამთ,ეს ეგოისტობააო.რამდენჯერ მიფიქრია,რისი უფლება გვაქვს–მეთქი.ირგვლივ ამდენ გაჭირვებას და უბედურებას რომ ხედავ,ვერ ბედავ,რაიმე მოითხოვო… მიუხედავად ამისა,ჩემი გული ღაღადებს: თუ უფლება მაქვს,ერთი ბეწო ბედნიერება მსურსო.განა ეს ეგოისტობაა? გულწრფელად მითხარით! როგორ მიგაჩნიათ? ცუდია?”
* * *
” – ცხოვრება რთული რამაა.უპირველეს ყოვლისა,საჭიროა ჭამა, და ყოველივე უნდა ჭამო.დღეს ისადილებ,ხვალ ისევ თავიდან უნდა დაიწყო.უნდა ჩაიცვა და დაიხურო! ყველაფერს კი ფული სჭირდება! ცხოვრება – ფულის გადახდაა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რა არის სიკვდილი და ტანჯვა,თუ ადამიანი აზრსა ხედავს! სიცოცხლის მსხვერპლად გაღებაც შეიძლება,თუ იცი,რატომ და რისთვის! მაგრამ რა აზრი უნდა ჰქონდეს ჭაბუკისთვის ამ ქვეყანასა და მის ტანჯვას? თუ იგი ალალმართალი და წმინდაა,რატომ უნდა უთანაგრძნოს უხეშსა და მოძალადე ხალხს,სულელი ბატკნებივით უფსკრულის პირას რომ დგანან და სადაცაა გადაიჩეხებიან?! ეს მიწა ხომ ყველას ეყოფა,ყველას დაიტევს? რა საჭიროა თავის მოკვლა,განადგურება? რის მაქნისია ეს ზვიადი სამშობლო,მძარცველური ქვეყნები,სადაც ხალხს მკვლელობას ასწავლიან? რას დარევია ხალხი ერთმანეთს? ასე უმოწყალოდ რატომ ჭამენ ერთი–მეორეს? რისთვის გაგრძელებულა მუხთალი ჯაჭვი უნაპირო,უკიდეგანო ცხოვრებისა,თუკი ერთი ჩაგრავს მეორეს,ძღება სხვისი ლეშით,სხვისი ტკივილით ხარობს,ცოცხლობს სხვისი სიკვდილით! ვინ მოიგონა სისხლისმღვრელი ომები? რატომაა ტანჯვა ქვეყნად? რატომ არის სიკვდილი? სიცოცხლე?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“როდესაც ხალხში მარტო ერთს არა გწამს ღმერთი,ისეთ ადამიანს დაემსგავსები,რომელსაც სხეულის რაღაც ნაწილი აკლია.შეიძლება ეს ნაწილი ზედმეტიც იყოს,მაგრამ თუ სხვებს გააჩნიათ? მაშინ ისღა დაგრჩენია,გაწითლდე და ყველას პირი მოარიდო”.