ამონარიდები გერმანელი მწერლების მოთხრობებიდან…
„ – მოკვეთილად მიმაჩნია ის ადამიანი, ვისაც კანონი არ იცავს! მე კი კანონი მჭირდება, რათა გულარხეინად ვეწეოდე ჩემს მშვიდობიან საქმიანობას. სწორედ ამას მოვითხოვ, ჩემსას ნუ დამიკარგავენ, ხოლო ვინც უარს მეუბნება, უდაბნოში, ველურებთან მაძევებს, სწორედ ის მაძლევს ხელში კეტს, რომელიც თავდასაცავად მჭირდება – ნუთუ ამას ვერ ხვდებით?” – ჰაინრიხ ფონ კლაისტი (მიხაელ კოლჰაასი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„პატივმოყვარეობა გახლავთ – ადამიანის ყველაზე მტკივნეული ადგილი”. – ადალბერტ ფონ შამასო (პეტერ შლემილის უცნაური თავგადასავალი)
* * *
„რის მაქნისია ეს თქვენი სული? გინახავთ კი ოდესმე? ანდა რისთვის გამოიყენებთ მას, როცა ერთხელაც იქნება, გარდაიცვლებით?” – ადალბერტ ფონ შამასო (პეტერ შლემილის უცნაური თავგადასავალი)
* * *
„გულითადო მეგობარო, ვინც სწორი გზიდან თუნდაც ერთხელ გადაუხვევს, უნებლიეთ ისეთ გზას დაადგება, რომელიც სულ უფრო და უფრო დააშორებს ჭეშმარიტებას. გზასაცდენილი ასეთი კაცი სულ ტყუილად დაიწყებს თავისი მანათობელი ვარსკვლავის ძებნას. ასეთ კაცს არჩევანის საშუალება აღარ აქვს, იგი შეუჩერებლად დაეშვება უფსკრულში და ნემეზიდას თვითონვე ემსხვერპლება”. – ადალბერტ ფონ შამასო (პეტერ შლემილის უცნაური თავგადასავალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – დაე, როგორც ამ ქვეყნის წესია, ცოტა ხნით მაინც გამოვადგეთ უერთერთს, ერთმანეთთან დაშორებას ყოველთვის მოვასწრებთ”. – ადალბერტ ფონ შამასო (პეტერ შლემილის უცნაური თავგადასავალი)
* * *
„თუ ხალხთან ცხოვრება გსურს, უპირველესად ჩრდილის დაფასება ისწავლე,შემდეგ – ფულისა. ხოლო, თუ გსურს საკუთარ მეობასა და კაცურკაცობას მიუძღვნა სიცოცხლე, მაშინ არავითარი რჩევა არ დაგჭირდება”. – ადალბერტ ფონ შამასო (პეტერ შლემილის უცნაური თავგადასავალი)
* * *
„უცხოელს, რომელსაც თავის ნებაზე სურს ცხოვრება, ნუ აიძულებთ თქვენს საზოგადოებაში შემოსვლას”. – ვილჰელმ ჰაუფი (ყმაწვილი ინგლისელი)
* * *
„ჩვენ ორი ერთგული თვალი უფრო გვჭირდება, ვიდრე ორი ძლიერი ხელი”. – თეოდორ შტორმი (თეთრცხენიანი მხედარი)
* * *
„კაცს ორი თვალი კი აქვს, მაგრამ ასი თვალი უნდა გამოიბას”. – თეოდორ შტორმი (თეთრცხენიანი მხედარი) – (ავტორი გენია.ჯი)