ამონარიდი თედორე დოსტოევსკის რომანიდან – “დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი”
„ყველაფერი ჩემთვის არსებობს ამქვეყნად და ეს ქვეყანაც ჩემთვის გაუჩენიათ.გამიგონეთ,ჩემო მეგობარო,მე მწამს კიდევ ის,რომ შეიძლება ადამიანმა კარგად მოჭამოს ეს წუთისოფელი.ეს ყველაზე საუკეთესო რწმენაა,რადგან ეს რწმენა რომ არა ჰქონდეს ადამიანს,სულაც ჩაიქნევდა ხელს ცხოვრებაზე და იძულებული გახდებოდა,თავი მოეწამლა.ამბობენ,რომ ასე მოიქცა ვიღაც სულელი.უსაზღვროდ გატაცებულმა ფილოსოფიით უარჰყო ყველაფერი,ყველაფერი.ადამიანის ნორმალური და ბუნებრივ მოვალეობათა კანონიერებაც, და ამ ზომამდე მისულს ბოლოს აღარაფერი შერჩა: ჯამში დარჩა ნოლი.ჰოდა იმანაც აიღო და საქვეყნოდ გამოაცხადა,ამ ცხოვრებაში ციანწყალბადმჟავას არაფერი სჯობიაო.თქვენ მეტყვით: ეს ჰამლეტიაო,მრისხანებით სავსე სასოწარკვეთა,ერთი სიტყვით,რაიმე ისეთი დიადი,რასაც თავის დღეში სიზმარშიაც ვერა ვნახავთ.ამიტომ გეტყვით,საქმეს სულ უბრალო,პრაქტიკული თვალსაზრისით უნდა შეხედოს ადამიანმა.მე,მაგალითად,დიდი ხანია თავი ვიხსენი ყოველგვარ ბორკილსა და მოვალეობისაგანაც კი.მე ვთვლი ჩემს თავს მოვალედ მხოლოდ მაშინ,უკეთუ ეს მე მომიტანს რაიმე სარგებლობას.თქვენ,რა თქმა უნდა ვერაფერს შეხედავთ ასეთი თვალით.ხელ-ფეხი შეკრული გაქვთ და გემოვნებაც ავადმყოფური.თქვენ ნაღვლობთ,იდეალები არ არსებობს,კეთილ საქმეს არავინ მისდევსო.მაგრამ,ჩემო მეგობარო,მე ხომ მზადა ვარ ვაღიარო ყოველივე,ყოველივე,რასაც მიბრძანებთ; მაგრამ რა ვქნა,უკეთუ კარგად ვიცი ადამიანთა ყოველგვარ კეთილ საქმიანობას საფუძვლად უდევს უდიდესი ეგოიზმი და, რაც უფრო სიკეთის მქნელია ესა თუ ის საქმე,მით უფრო მეტი ეგოიზმია მასში,გიყვარდეს თავი შენი – ერთადერთი მცნებაა,რომელსაც მე ვიზიარებ.ცხოვრება – კომერციული მორიგებაა; ტყუილად ნუ გადაჰყრით ფულს,მაგრამ,თუ გნებავთ მიეცით მას,ვინც თქვენ გაამებთ, და თქვენ შეასრულებთ თქვენს ვალს მოყვასისადმი, – ეს გახლავთ ჩემი ზნეობა,თუ მაინცა და მაინც გნებავთ გაიგოთ,თუმცა,გამოგიტყდებით,ჩემის აზრით,ისა სჯობია,სულაც არაფერი მისცე შენს მოყვასს და ისე მუქთად მოიხმარო,იდეალები არ გამაჩნია და არც მინდა გამაჩნდეს; უამისობა არასოდეს მინაღვლია.მაღალ საზოგადოებაში უიდეალოდაც ისე მხიარულად,ისე კარგად შეგიძლია გაატარო ცხოვრება… საერთოდ მოხარული ვარ,ციანწყალბადმჟავას გარეშეც იოლად გავიდე.ვთქვათ,მე რომ სიქველით აღსავსე ვიყო,მაშინ შეიძლება უიმისოდ იოლად ვერ გავსულიყავი იმ სულელი ფილოსოფოსისა (უეჭველია გერანელი იქნებოდა) არ იყოს.არა! ცხოვრებაში კიდევ ბევრი რამ არის კარგი.მიყვარს რაღაცას წარმოვადგენდე საზოგადოებაში,ჩინი,ოტელი; დიდ ფულზე თამაში ბანქოსი (გაგიჟებით მიყვარს ბანქო).მაგრამ ქალებზე ძალიან არაფერი მიყვარს… ქალები ყველა ყაიდის; დაფარული ბილწი გარყვნილებაც კი მიყვარს,თან რაც უფრო უცნაური და ორიგინალურია,ოდნავი ჭუჭყიც თუ ურევია,ერთი და იგივეობა მოსაწყენია… ხა,ხა,ხა! ვუყურებ თქვენს სახეს: და რა ზიზღით მიყურებთ ახლა!” – (ავტორი გენია.ჯი)