ამონარიდები ამერიკელი მწერლების ნაწარმოებებიდან…

„მკვდარი სამყაროს იდუმალ სივრცეებში სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი უმწეო მოგზაურია.უსასრულო მდუმარებაში იგი გრძნობს თავის კადნიერებას და შიშისაგან ცახცახებს,იცის,რომ აქ მატლივით პატარა და უსუსურია.

ძალაუნებურად უცნაური ფიქრები აღეძვრის ამ დროს კაცს.სამყაროს საიდუმლოება გამჟღავნებას ლამობს.ადამიანს იპყრობს შიში სიკვდილის,ღმერთისა და ქვეყნიერების წინაშე,მაგრამ მკვდრეთით აღდგომისა და სიცოცხლის იმედი მაინცა აქვს.ხოლო მოსვენებას არ აძლევს დატყვევებული არსების ამაო ლტოლვა თავისუფლებისაკენ და ნაღვლობს უკვდავებაზე, – ასე ემართება ადამიანს,როცა პირისპირ რჩება ღმერთთან”. – ჯეკ ლონდონი (თეთრი მდუმარება) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ნორმალური ადამიანი ექვსი წლის ასაკში სამოცი წლის კაცზე ნაკლებ გულუბრყვილო არ უნდა იყოს,მაგრამ ნორმალურნი რომ ცოტანი არიან?!” – უილიამ საროიანი (ხუთი მწიფე მსხალი)

* * *

„სიკვდილმაც ისე მომაბეზრა თავი,როგორც სხვა ყველაფერმა.მოსაბეზრებელია ყველაფერი,რაც გაჭიანურდება”. – ერნესტ ჰემინგუეი (კილიმანჯაროს თოვლიანი მთა)

* * *

„ყველაფერი არარაობაა და თვითონ ადამიანიც არარაობაა.აი,რაშია საქმე,სინათლის გარდა არაფერი სჭირდება კაცს, და კიდევ სიმყუდროვე და წესრიგი.ზოგი ცხოვრობს და ვერასოდეს ვერა ხვდება ამას”. – ერნესტ ჰემინგუეი (იქ,სადაც სინათლეა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ძნელია სიკვდილი,მამიკო?

- მე მგონი,ძალიან ადვილია.გააჩნია,როგორ მოკვდები”. – ერნესტ ჰემინგუეი (ინდილებეის სოფელი)

* * *

„ელიან და ელიან.რამდენი კაცის სიცოცხლე გადის მოლოდინში…” – შერვუდ ანდერსონი (დაკარგული რომანი)

* * *

„მე სიამოვნებით გავუცვლიდი ჩემს ადგილს ამ ქვეყნად ყველაზე ღარიბ მაწანწალას,ოღონდ თავისუფალი ვიყო!” – რინგ ლარდნერი (სიყვარულის ბუდე)

* * *

„რას იზამთ,ცხოვრება ცხოვრებაა.ყველას საკუთარი ხვედრი აქვს,ზოგს რა მოუწევს,ზოგს რა…” – თეოდორ დრაიზერი (უმცროსი მოპასანი)

* * *

„ადამიანი სერიოზულად უნდა ეკიდებოდეს როგორც ყველა სახის შრომას,ისე ყოველნაირ სიამოვნებასაც,რაც მას წილად ხვდება”. – თეოდორ დრაიზერი (უმცროსი მოპასანი)

* * *

„როცა ადამიანი მეკუბოეზე დაიწყებს ფიქრს,წამლები უძლური ხდება”. – ო.ჰენრი (უკანასკნელი ფოთოლი) – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>