ჰანს კრისტიან ანდერსენი ამბობდა…
„რამდენი ადამიანია ქვეყანაზე, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა უგულო და უნამუსო, ცივი, ლიპი ჩრდილი. აბა ერთი ნახეთ, როგორი იღბალი აქვთ! მათმა მოქნილმა გრძელ-გრძელმა ხელებმა იციან, როგორ ჩაებღაუჭონ ოქროს, პატივს, ორდენებს, მათი გველის ენა ადვილად პოულობს გზას დიდებულ პირთა და მაღალი წრის მზეთუნახავთა გულებისაკენ… ამ ჩრდილებმა იციან შნოიანი სრიალი პარკეტზე, ხანდახან პოეზიაზეც კი ლაპარაკობენ. ლაპარაკობენ და მერე როგორ! გეგონებათ ეს-ეს არის პოეზიის სამეფოდან დაბრუნდნენო, სინამდვილეში კი მის წინკარსაც არ გასცილებიან. ასე ცხოვრობენ, უსირცხვილოდ სარგებლობენ სხვისი აზრებით, სხვის ხარჯზე ისქელებენ ჯიბეს, ეშმაკურად იგებენ სხვების საიდუმლოს და ხალხიც პატივისცემით შეჰყურებს მათ; ისინი ხომ მოდურ კოსტუმებს იცვამენ და თითებზეც წმინდა წყლის ბრილიანტის ბეჭდები აქვთ წამოცმული”. – (ავტორი გენია.ჯი)