ლევ ტოლსტოი – „იმისთვის,რომ ჩემგან რჩეული მკითხველების რიცხვში მოხვდეთ…”
„იმისთვის,რომ ჩემგან რჩეული მკითხველების რიცხვში მოხვდეთ,თქვენგან მცირე რამესღა ვითხოვ: თქვენ უნდა იყოთ მგრძნობიარენი,ანუ უნდა შეგეძლოთ გულით შეიბრალოთ გამოგონილი გმირი,რომელიც თქვენ შეიყვარეთ და რამდენიმე კურცხალი ცრემლიც კი წამოგცვივდეთ მისი გულისთვის,უნდა შეგეძლოთ მისი სიხარულით გახარება და ამის არ უნდა გრცხვენოდეთ; თქვენ უნდა გიყვარდეთ თქვენი მოგონებები; რელიგიური არამიანი უნდა იყოთ; ჩემი თხზულებების კითხვისას ისეთ ადგილებს უნდა ეძებდეთ,გულს რომ შეგიძრავთ და არა სასაცილოს; თქვენ შურის გამო არ უნდა გძულდეთ მაღალი წრე,თუკი თავად მას არ ეკუთვნით,არამედ მშვიდად და მიუკერძოებლად უნდა მოეკიდოთ მას – თუ თქვენ ამისთანა კაცი ხართ,ჩემთა რჩეულთა შორის მიგულვიხართ. (ავტორი გენია.ჯი) და რაც მთავარია,თქვენ უნდა იყოთ გამგები კაცი,ერთი იმათთაგანი,ვისი გაცნობაც მაშინვე დამანახებს,რომ ჩემი გრძნობებისა და მიმართებების განმარტება ზედმეტია,ვხედავ,ისედაც მიგებთ და ჩემი სულის ყოველი ჩქამი თქვენს სულსაც ატოკებს.ძნელია და შეუძლებლადაც კი მიმაჩნია ადამიანების დაყოფა ჭკვიანებად,ბრიყვებად,კეთილებად,ბოროტებად,მაგრამ მათი გამგებ და გაუგებელ ადამიანებად დაყოფა კი შეიძლება – ეს ჩემთვის ისეთი მკვეთრი ხაზია,რომ მას ჩემდაუნებურად ყოველთვის ვავლებ იმ ადამიანებს შორის,რომლებსაც ვიცნობ.გამგები ადამიანების მთავარი ნიშანი ისაა,რომ მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა – მათთვის რაიმეს ახსნა,რაიმეს განმარტება არ მჭირდება,შემიძლია სავსებით დამშვიდებულად მოვახსენო თუნდაც ყველაზე ბუნდოვანი სიტყვებით გამოთქმული საკუთარი აზრები.არსებობს ისეთი ფაქიზი,თვალით შეუმჩნეველი გრძნობადი ურთიერთობები,რომელთა შესატყვისი ცხადი,ნათელი ცნებები არ არსებობს,მაგრამ მათი ძალზე კარგად,ზედმიწევნით გაგება კი შეიძლება.ამ გრძნობებსა და ურთიერთობებზე მინიშნებებითა და პირობითი სიტყვებითაც თავისუფლად შეიძლება ელეპარაკო გამგებ ხალხს.მაშ,ასე,ჩემი უმთავრესი პირობა გაგებაა.ახლა უკვე თქვენ მოგმართავთ,თქვენ,ჩემთვის გამოკვეთილო მკითხველო,თან მოტევებას ვითხოვ,რომ აქა-იქ ჩემი ფრაზა მოუხეშო და დუნე იქნება, – წინასწარ დარწმუნებული ვარ,ამ მიზეზს როცა მოგახსენებთ,შემიწყნარებთ.ადამიანს ორგვარად შეუძლია იმღეროს: დაყენებული ხმითაც და გულიდან,მკერდიდან ამოსული ხმითაც.ხომ მეთანხმებით,რომ დაყენებული,დამუშავებული ხმა მკერდსმიერ ხმაზე გაცილებით უფრო მოქნილია.მაგრამ იგი ნაკლებად ათრთოლებს სულის სიმებს და პირიქით – მკერდისმიერი ხმა უფრო უხეშია,მოუქნელი,მაგრამ უფრო გვხვდება გულზე. (ავტორი გენია.ჯი) პირადად მე რაც შემეხება,თავქარიანულ მელოდიაშიც კი მთელი გულით ამოთქმული თუნდაც ერთი ნოტა რომ გავიგონო,უნებლიეთ ცრემლი მადგება თვალზე.ლიტერატურაშიც ასევეა; შეგიძლია წერო თავით ან წერო გულით.როცა თავით წერ,სიტყვები თვინიერად მოგდევენ და რიწკინით ლაგდებიან ქაღალდზე.ხოლო როცა გულით წერ,თავში იმდენი აზრი რიალებს,იმდენი სახე გიტრიალებს თვალწინ,გულში იმდენი მოგონება ირევა,რომ სათქმელს ლაღად,მწყობრად ვერ ამბობ,მოუქნელი,უხეში ფრაზები გრჩება ხელთ.
შესაძლოა მე ვცდებოდი,შესაძლოა,მაგრამ ყოველთვის კი ვცდილობდი შევჩერებულიყავი,როცა თავით წერას ვიწყებდი და ვცდილობდი მხოლოდ გულით მეწერა…” – (ავტორი გენია.ჯი)