ამონარიდი თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი”

„გამიგონეთ,რას გეტყვით! რომ შეიძლებოდეს და მოხდეს (თუმცა ადამიანის ბუნება ისეთია,ეს არ მოხდება),რომ მოხდეს და ყველა ჩვენგანმა ასწეროს პირწმინდად ყველაფერი,რაც კი რამ დაფარული აქვს,მაგრამ ასწეროს ისე,რომ იმის თქმისა არ შეგეშინდეს,არა მარტო რის თქმისაც ეშინია და არას დიდებით არ იტყვის საქვეყნოდ,არა მარტო იმისა,რის თქმისაც ეშინია საკუთარ მეგობრებთან,არამედ იმისიც კი,რაშიც ზოგჯერ საკუთარ თავსაც არ გამოუტყდება, – მაშინ ქვეყანა ისე ამყრალდებოდა,რომ ყველანი ამ სიმყრალეში ამოვიხრჩობოდით.აი,რატომ არის,ბრჭყალებში რომ ვთქვათ,ესოდენ კარგი ჩვენს მაღალ საზოგადოებაში მიღებული პირობები და ზრდილობის წესები.ამ პირობებსა და ზრდილობის წესებში ღრმა აზრია ჩაქსოვილი, – არ ვიტყვი ზნეობრივი,მაგრამ მაინც ბევრი რამისგან იცავს,კომფორტულია,რაიც,თავისთავად იგულისხმება,უფრო უკეთესია,იმიტომ,რომ ზნეობა თავისი არსით იგივე კომფორტია,ანუ გამოგონილია მხოლოდ და მხოლოდ კომფორტისათვის.თუმცა ზრდილობაზე შემდეგ,ახლა საგანს ვუხვევ,მერე მომაგონეთ.საბოლოოდ კი ასე ვიტყვი: თქვენ მე ბრალსა მდებთ ბიწიერებასა,გარყვნილებასა და ზნედაცემულობაში,მე კი,შესაძლოა,მხოლოდ იმაში ვარ დამნაშავე,რომ სხვებზე გ უ ლ ა ხ დ ი ლ ი გახლავართ,მორჩა და გათავდა; რომ არა ვფარავ იმას,რასაც სხვები თავის თავსაც არ უმხელენ,როგორც წეღან მოგახსენეთ…” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>