„სიბრძნის წუთი”
ერთხელ ყაისს,რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა ლეილი და მის გამოისობით ცრემლს აფრქვევდა და სიცოცხლესაც კი თმობდა,მეფემ სთხოვა,შენი მიჯნური გამაცანიო. (ავტორი გენია.ჯი) მეფე ვარაუდობდა,რომ ყაისის მიჯნური,რომლისთვისაც კაცი თავს კარგავდა, – მზეთუნახავი იქნებოდა.
ყაისმა მეფეს სიხარულით წარუდგინა ლეილი.
ქალის ხილვამ მეფეს მისდა მოულოდნელად,იმედგაცრუება მოჰგვარა და ყაისს სინანულით უთხრა: „ – ამაზე ლამაზი ხომ ჩემი უკანასკნელი ხარჭაა?!” – „ფადიშაჰო,თქვენ რომ ლეილისათვის ჩემი თვალით შეგახედათ,ამას ნამდვილად არ იტყოდითო. – განუცხადა მისი ბრძნული პასუხით მოხიბლულ მონარქს ყაისმა. – (ავტორი გენია.ჯი)