ამონარიდი თამაზ ჭილაძის პიესიდან – „დავიწყებული ამბავი”
„სანამ ახალგაზრდები ვართ,ცხოვრებისგან ბევრ რამეს ველოდებით.თითქოს საგანძურით სავსე სკივრთან ვდგავართ და გვგონია,თავს ავხდით და ის სიმდიდრე ჩვენი იქნება.სულ ცოტა დროა საკმარისი იმისათვის,რომ დავრწმუნდეთ – დაძეწკილი თითების მეტი,სკივრის სახურავის ქვეშ რომ მოგვყვა,ცხორებისგან არაფერი შეგვრჩენია.გესმის ჩემი,შვილო? მომისმინე! მერე იმ დაძეწკილი თითებით ჩვენს ცხოვრებას ვაშენებთ და როგორიც ჩვენა ვართ,ისეთივეა ჩვენი ცხოვრებაც.ტკივილიც სიმდიდრეა,როცა მარტო შენი თითები არ გტკივა,როცა სხვაზეც ფიქრობ.ზოგიერთი გულუბრყვილო ცხოვრებაში ბედნიერებას ეძებს,ბედნიერება კი თვითონ ადამიანია,შვილო.ბევრმა არ იცის ეს და ამიტომ იმედგაცრუებული რჩება.ზოგი უდაბნოში ერთი წვეთი წყლით ძლებს,ზოგი კი იღრჩობა,რადგან ზღვაზე ფიქრობს.ზღვა ყოველთვის შორს არის.ზღვამდე რომ მიხვიდე,ერთი წვეთი წყლის ფასი უნდა იცოდე.ადამიანი იმედით სულდგმულობს.ქვეყანაზე არავითარ უსინდისობას არ შეუძლია მოუსპოს კაცს იმედი… მომისმინე! საკმარისია გადადგა ერთი ნაბიჯი,როგორც ჩიტმა,შესვა იმედის წვეთი,რომ დაინახო ათასი კეთილი სახე,ათასი ღიმილი,ათასი შენსკენ გამოწვდილი ხელი.ცხოვრების ხეს ყვავილებთან ერთად,ეკლებიც ასხია.მერე რა,რომ ის ყვავილები შეიძლება არასოდეს ჩვენი არ იყოს.სამაგიეროდ ხომ არსებობს,ხომ ანათებს,ხომ გვიხმობს თავისკენ! იმ ეკლებზე ყელის გამოღადვრა ადვილია,გაცილებით ძნელია – ერთი ეკალი მაინც მოაშორო იმ ხეს…” – (ავტორი გენია.ჯი)