ამონარიდები თამაზ ჭილაძის პიესიდან – „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”
„მე მაინც ბრმა სიყვარული მირჩევნია თვალახელილ სიძულვილს…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრებაში ერთხელ ყველას წინაშე დგება არჩევანი.იმარჯვებს და დიდხანს ცხოვრობს ის,ვინც საკუთარ თავს სწირავს სხვისი გულისთვის.ეს უცნაური პარადოქსი ცხოვრებისა მე თავიდან ვერ გავიგე.ახლა მისი დიდი აზრი თანდათან მესმის,მაგრამ ახლა უკვე გვიანია…”
* * *
„ეგოიზმი სულის კიბო ყოფილა,რომელიც მარტო მე კი არა,სხვასაც ანადგურებს.ყველაფერს ერთი საფეხურით დაბლა სწევს,ამცირებს,აკნინებს სიყვარულს,კეთილშობილებას,მეგობრობას,ყველაფერს,რასაც კი ცოტაოდენი სითბო და გაგება მაინც სჭირდება”.
* * *
„თუ სიყვარული არ არის,ოჯახიც არ არსებობს.ოჯახი მარტო ნივთები არ არის.არც კედლებია და არც ჭერი.ოჯახი ის სითბოა,რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ყველას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამქვეყნად ჩიტით დაწყებული და პატარა თევზით გათავებული,ყველა რაღაცას ელოდება.ოღონდ ლოდინი და მოთმინება სხვა და სხვა რამ არის,დაიხსომე”.
* * *
„ყველა ცდილობს,მისი ცხოვრება სხვებისთვის იყოს საინტერესო”.
* * *
„რა კარგია,როცა ვიღაცა დაგინახავს,შეგამჩნევს,კარგია,როცა ვინმეს სჭირდები.რა კარგია,როცა იცი,რომ ვიღაცა ფიქრობს შენზე,ვიღაცას ახსოვხარ.აი როგორ ყოფილა ეს ქვეყანა აწყობილი: თუკი ერთი ლექსი მაინც იცი ზეპირად,ვიღაცას უსათუოდ,უსათუოდ,როდისმე,როდისმე,როდისმე მაინც დაჭირდები…” – (ავტორი გენია.ჯი)