ამონარიდი ნოვალისის მხატვრული რომანიდან – „ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენი”
„ – მშობლიური კუთხის ჭეშმარიტი ფასი მხოლოდ მაშინ გავიგე,როდესაც იქიდან წამოვედი და სხვა ქვეყნები ვნახე.ყოველ მცენარეს,ხეს,გორაკსა თუ მთას თავისი უჩვეულო თვალსაწიერი და ადგილსამყოფელი აქვს; სწორედ ეს განსაზღვრავს მათ აგებულებას,ამით აიხსნება მთელი მათი თავისებურება.მხოლოდ ცხოველსა და ადამიანს შეუძლია ადგილსამყოფელის შეცვლა,ისინი არიან ყველა კუთხის ბატონ-პატრონნი.ეს ყველაფერი ერთად ქმნის ერთ უზარმაზარ სამყაროსა და უკიდეგანო თვალსაწიერს,რომელიც ადამიანზე და ცხოველზე ისევე აშკარა გავლენას ახდენს,როგორც უახლოესი გარემო – მცენარეზე.აი,სწორედ ამიტომაა,რომ მოხეტიალე ადამიანები,გადამფრენი ფრინველები თუ მტაცებელი ცხოველები ბუნების სხვა შვილთაგან ცინცხალი გონებითა და კიდევ ბევრი რამ სხვა უჩვეულო ნიშატით გამოირჩევიან; რა თქმა უნდა მათ შორისაც არიან ისეთები,რომლებზედაც ბუნებრივი გარემოს თავისებურება მათი თანდაყოლილი ნიჭისდა შესაბამისად მეტ-ნაკლებად მოქმედებს.ბევრი საერთოდ მოკლებულია იმ გულისხმიერებასა და სიდარბაისლეს,რომელიც აუცილებელია იმისათვის,რომ კაცი საფუძვლიანად ჩაწვდეს საგანთა ცვალებადობასა და ურთიერთკავშირს,შემდეგ კი ამაზე დაფიქრდეს და მოვლენები ერთმანეთს სათანადოდ შეუჯეროს.ახლაღა ვგრძნობ,რაოდენ გაუხუნარი ფერადოვნებით ჩაუბეჭდია სამშობლო ჩემს ადრეულ,ბალღურ მახსოვრობას,ჩემი სულის რა იდუმალ სურათ-ხატად ქცეულა იგი! ამას კი მით უფრო საცნაურვყოფ,რაც უფრო ნათლად ვხედავ,რომ ადამიანის ხასიათი და მისი ბედ-იღბალი ერთი და იმავე ცნების აღმნიშვნელი სხვადასხვა სიტყვაა მხოლოდ”. – (ავტორი გენია.ჯი)