ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას ნოველებიდან…
„რა თქმა უნდა,სავსებით კანონიერი და სამართლიანია,მშობლები რომ შვილებს ყველაფერში მორჩილებას სთხოვენ,შვილები მშობელთა ნებას უნდა ასრულებდნენ,მაგრამ არანაკლებ ბუნებრივი და კანონიერია ისიც,რომ მშობლებმა ნება დართონ შვილებს,თავის გუნებისად,თავისი სურვილის მიხედვით ამოირჩიონ ცხოვრების თანამგზავრი”. – (სისხლის ძალა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა აღელვებული კაცი თავისი უბედურების ამბავს გულდამშვიდებულ ადამიანს მოუთხრობს,გასაკვირი არ არის,თუ მსმენელს თანაგრძნობის ნაცვლად ძილს მოჰგვრის”. – (ორი ქალწული)
* * *
„მამის ჯოხი პატივს მაინცდამაინც ვერ აგყრის,ჯალათის წკეპლა კი – ნამდვილად სამარცხვინოა”. – (ლიცენციატი ვიდრიერა)
* * *
„თავისუფლება ყველაზე დიდი ბედნიერებაა და ყველაზე მეტად აფასებენ არა მარტო გონებით დაჯილდოებულნი,არამედ ჭკუას მოკლებული მხეცებიც კი”. – (გაინგლისელებული ესპანელი)
* * *
„თქვენი კეთილშობილება თქვენი უმწიკვლოების საწინდარია”. – (სენიორა კორნელია)
* * *
„მწუხარება,როგორც მოგეხსენებათ,ჩვენს წელთა რიცხვს არამცთუ ერთს,ხშირად ორ ნოლსაც უმატებს,რა თქმა უნდა,იმისდა მიხედვით,როგორც თვითონ მოეპრიანება”. – (ეჭვიანი ესტრემადურელი)
* * *
„გიჟები კარგ კოსტუმში გამოწყობილიც დადიან”. – (ლიცენციატი ვიდრიერა)
* * *
„ექიმები ყველაზე საშიში მტრები არიან ხალხისა და სახელმწიფოსი.მართლაცდა,მოსამართლეს შეუძლია დაამახინჯოს საქმე ან გააჭიანუროს მისი გარჩევა,ვექილს შეუძლია უსამართლო ძიებას დაუჭიროს მხარი პირადი სარგებლობის მიზნით,ვაჭარს შეუძლია გაგვყვლიფოს,ტყავი გაგვაძროს,ერთი სიტყვით,ყველას,ვისთანაც აუცილებლობის გამო ვიჭერთ საქმეს,შეუძლიათ რაიმე ვნება მოგვაყენონ,მაგრამ იმის უფლება არავისა აქვს,რომ განუსჯელად,არხეინად წაგვართვას სიცოცხლე.ეს მარტო ექიმებს შეუძლიათ უშიშრად,მშვიდი გულით რომ გვკლავენ და ამ დროს თავისი რეცეპტის გარდა სხვა იარაღს არა ხმარობენ.ეგ კიდევ არაფერი,მათი დანაშაული არასოდეს მჟღავნდება,რადგან დაზარალებულთ მაშინვე ფლავენ მიწაში”. – (ლიცენციატი ვიდრიერა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განუზმოელია ძალა სათნოებისა და სილამაზისა,რადგან სათნოება და სილამაზე,ცალ-ცალკე იქნება,თუ ერთად შერწმული,მტერსაც კი სიყვარულს უნერგავს გულში”. – (გაინგლისელებული ესპანელი)
* * *
„ბედნიერია ის მეომარი ხელმწიფე,რომლის ლაშქარშიც ათი ათასი გამიჯნურებული სპა იბრძვის,ყოველი მათგანი მტერზე გამარჯვებისათვის უდიდეს ჯილდოს – მიჯნურის ხელს რომ გამოელის”. – (გაინგლისელებული ესპანელი) – (ავტორი გენია.ჯი)