ამონარიდები ოთარ ჭილაძის დიდებული რომანიდან – „რკინის თეატრი”

„კაცს ან თავის მოკვლა უნდა შეგეძლოს,ან სხვისი მოკვლა,ან სხვისთვის სიკვდილი”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცად გაჩენილი პირუტყვად რომ არ იქცე,შენიანი არასოდეს არ უნდა გახდეს შენთვის სულერთი და, თუ სიყვარულს არ იმსახურებს,სჯობია გძულდეს,სიშლეგემდე,გულის გახეთქვამდე,ვიდრე მშვიდად ჩაიქნიო ხელი და თქვა: ჯანდაბამდის გზა ჰქონიაო,რადგან შენიანთან ერთად,იმავე წუთას,შენც ჯანდაბაში ამოჰყოფ თავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შემთხვევითობას ნებისმიერი ადამიანი ექვემდებარება,ანუ ნებისმიერი ადამიანის გაბრიყვება შეუძლია”.

* * *

„ქრისტეც მაგათ აცვეს ჯვარს.სახელმწიფომ ხელი დაიბანა,გვერდზე გადგა,თქვენ იცით და თქვენმა მეუფემო.მაგათ კი ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს – ჯვარს აცვით.ეგ მამაძაღლიო; სისხლი მაგისი ჩვენ ზედა და შვილთა ჩვენთა ზედაო; ოღონდ ჩვენს კაცს ნუ დაგვასვამთ თავზე და ვისაც გინდათ,იმას დავემონებითო; ჩვენსას უცხო გვირჩევნიაო.იცი,რატომ? შენიანი ცუდს არ მოგიწონებს,არც გაპატიებს; სხვას კი,მხოლოდ შენი ცუდი გაუხარდება; მიდი,მიდიო,გაგაქეზებს კიდევაც,რადგან ცუდის დამონება გაცილებით ადვილია,ვიდრე კარგისა.ცუდს სინდისი ჭუჭყიანი აქვს და ბოდიში მომითხოვია,თავზე რომ დაასკორო,სიტყვას ვერ შეგიბრუნებს; არც შეგიბრუნებს,თუკი ამას დასჯერდები,თუკი ერთ-ორ კაპიკს კიდევ მოაპარინებ,ერთ-ორ ობოლს კიდევ წააბილწვინებ და ერთი-ორჯერ კიდევ დააცდი მუცლის ამოყორვას.ასეა,ძმაო,ქვეყანა მოწყობილი.კაცს სიკარგე არ უნდა,აღიზიანებს,რადგან ძნელია,მწარეა,მტკივნეულია,როგორც დამპალი კბილის ამოღება.სიგლახე კი,დაბოყინებასავით ადვილიცაა და სასიამოვნოც,მით უფრო,თუ გამაძღარიცა ხარ.ქვეყანა მაშინ დაიღუპა,როცა არჩევანამდე მივიდა საქმე,ქრისტე თუ ავაზაკიო, და იმის მერე სულ ერთია,ქრისტე იქნება თუ ავაზაკი,არც ერთი უნდა იყოს და არც მეორე,რადგან არცერთი არ არის შეუცვლელი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ღმერთი ალბათ ისაა,რაც გიზიდავს,გიყვარს,სიკეთის ჩადენის სურვილს გიჩენს,სამართლიანობის გრძნობას გიღვიძებს,რაც აუცილებელია და არა სასურველი,როგორც სიმძიმე,რომელიც კი არ ძირავს,წყალზე აჩერებს გემს,თუკი ზუსტად შეესაბამება გემის მოცულობას,როცა მეტი ან ნაკლები თანაბრად დამღუპველი იქნებოდა იმავე გემისთვის”.

* * *

„ვიღაცის,თუნდაც მშობლის მიერ ერთხელ უკვე განვლილ გზას,ძალიანაც რომ მოინდომოს,ძალაც რომ მოსდევდეს საამისოდ,ვეღარავინ გაივლის ხელმეორედ,თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო,ამქვეყნიდან ყველა თავის გზიდან რომ ქრება”.

* * *

„ცხოვრებისთვისაც ისევე აუცილებელია მგელი,როგორც ბუნებისთვის,თუნდაც იმიტომ,ბატონი ირემი რომ არ დაუძლურდეს,არ დაბეჩავდეს, და ბოლოს და ბოლოს,წინა ფეხების ჩამოწყობაც არ დაეზაროს ქალბატონი ირმის გავაზე”.

* * *

„აი,კაცობრიობის მთელი ისტორია.ამ ორ გზაზე დაძრწის იგი,წინ და უკან.ან შოვინიზმი,ან კოსმოპოლიტიზმი.თუმცა მეტს არც იმსახურებს,რადგან ადამიანი ბუნების გვირგვინი კი არ არის,როგორც თავად ადამიანს მიაჩნია,არამედ ყველაზე დიდი სენი ბუნებისა, და იმიტომ კი არ შეჰქმნა ღმერთმა იგი ლოკოკინას,მორიელის ანდა ბაყაყის მერე,სიცოცხლის საუკეთესო მოდელს რომ მიაკვლია,ბოლოს და ბოლოს,არამედ,იმის მეშვეობით,თავისი ნამოღვაწარის გამძლეობა რომ შეემოწმებინა,რადგან წარღვნა,ქარიშხალი,მიწისძვრა თუ ხანძარი – მოგონილია ადამიანთან,რამდენადაც ისინი ბუნებისთვის აუცილებელი,სწრაფმავალი რევოლუციებია და, მხოლოდ და მხოლოდ,ბუნების აღზევებას ემსახურებიან,ხოლო ადამიანი ის მეთოდური,განუწყვეტელი და შეუვალი სიბრიყვეა,რომელიც გაჩენისთანავე იმ ტოტს სჭრის,რომელზედაც ზის”.

* * *

„თანაგრძნობა,გაგება და ნდობა,საერთოდ,ცარიელი სიტყვებია,არარაობას წარმოადგენს საპასუხო თანაგრძნობის,გაგებისა და ნდობის გარეშე და, შეიძლება კი არ იხსნას,უარესად გააცამტვეროს ის,ვინც საპასუხო თანაგრძნობის,გაგებისა და ნდობის გამომჟღავნების უნარი არ აღმოაჩნდება”.

* * *

„იმის მერე,რაც კაცობრიობამ ქრისტესა და ავაზკს შორის არჩევანი გააკეთა,სიცოცხლის ღირსი აღარ არის.იღუპება კიდეც.იღუპება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>