ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას ბრწყინვალე ნოველიდან – „ძაღლების საუბარი”
„მკაცრი კანონის ქება ერთი საქმეა,საკუთარ ზურგზე ამ კანონის წვნევა კი მეორე.სიტყვიდან საქმემდე ერთი ნაბიჯი როდია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვაგლახ,ჩემო მეგობარო! რომ იცოდე,იღბალში ჩავარდნილისთვის რა ძნელია,კვლავ გასაჭირს თუ იწვნევს.ხომ გაგიგონია,დაუჩვეველს ნუ დააჩვევ,დაჩვეულს ნუ გადააჩვევო.როცა ჭირ-ვარამი და განსაცდელი ფეხდაფეხ გვდევს,მოსვენებას არ გვაძლევს,უკვე ისე ვეჩვევით სიდუხჭირეს,რომ უმძიმეს წუთებშიც კი გვიადვილდება მათი გადატანა,მაგრამ როცა უბედური მოულოდნელად ბედს ეწევა,იგემებს მის სიტკბოს,მერე კი ისევ ტანჯვა-წვალება ხდება მისი ხვედრი,გული უკვდება და თუ მწუხარება მალე არ მოინელებს,ეს მხოლოდ იმიტომ,რომ წამებით ილაჯი გადაუწყდეს”.
* * *
„ჭორაობა მხოლოდ და მხოლოდ სხვათა ნაკლის მხილებაა,საქებური თავგამოდება გახლავთ,მაგრამ მე კარგად ვიცი,ქვეყნად არ მოიპოვება ისეთი ჭორიკანა,რომელიც,თუ მის ცხოვრებას ჩავუკვირდებით და კარგად გავარჩევთ,ათასნაირ ბიწსა და მანკში არ იყოს ჩაფლული”.
* * *
„თუ განდიდების მოყვარული კაცი საკუთარი მდგომარეობის დასაუმჯობესებლად ისე იბრძვის,რომ სხვებს არაფერს უშავებს,ამას კეთილშობილური პატივმოყვარეობა ეწოდება”.
* * *
„სათნოება ყოველგვარი მადლის და სიკეთის საფუძველია,უამისოდ ქვეყნად სიკეთე ვერ დაისადგურებს.სათნოება გვაცილებს გასაჭირს,სძლევს დაბრკოლებას,ეს ისეთი საშუალებაა,რომელსაც საპატიო მიზნისკენ მივყავართ.მტრებს მოყვრებად გვიქცევს,ანჩხლს რისხვას დააოკებინებს,ამპარტავნებს ქედს მოახრევინებს.სათნოება მოკრძალების დედაა,ზომიერების და არის.ერთი სიტყვით,ვერავითარი ბიწი,ვერავითარი ზადი წინ ვერ აღუდგება,რადგან ლმობიერებით და თვინიერებით აჩლუნგებს,ამსხვრევს ცოდვის ისრებს”.
* * *
„შინაურ მტერზე გაიძვერა და საშიში ქვეყნად არავინაა.ამიტომ გულუბრყვილო ხალხი უფრო ხშირად იღუპება,ვიდრე ფრთხილი.მაგრამ უბედურება ისაა,როგორღა იცხოვროს ადამიანმა,თუკი ვერავის ენდობა?”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მიწიერი მეუფეები დიდად განსხვავდებიან ზეციერი მეუფისაგან.როცა მიწიერი მეუფე მსახურის აყვანას დააპირებენ,გამოძიებას იწყებენვინ არის,ვისი შვილია,ვატგა თუ არა საქმეში,რანაირი ჩვევები აქვს.იმის გაგებასაც კი ცდილობენ,რამდენი ხელი ტანსაცმლის პატრონია.ზეციერი მეუფისათვის კი სწორედ ყველაზე ღატაკია მდიდარი,სათნო და ყველაზე დიდგვაროვანი და, თუ ღატაკს წრფელი გულით უნდა ღვთის სამსახური,იმწუთს გაიცემა განკარგულება,ხელფასის დავთარში ჩაიწერონ მისი გვარი,თან ისეთ ხელფასს უნიშნავენ,რომ უკეთესის ნატვრაც კი არ შეუძლია”.
* * *
„ენა თითქმის არასოდეს სცოდავს,თუ წინასწარ შემცოდე ფიქრი არ გიტრიალებს თავში”.
* * *
„ჭკვიანი თუ ხარ,ან თუ გინდა სხვას ჭკვიანად მოაჩვენო თავი,ნურასოდეს ნუ იტყვი ისეთ რამეს,რაც შემდეგ სანანებლად გაგიხდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგი ამბავი თვითონ,თავისთავად მომხიბლავია,ზოგს კი საამური მოყოლით ამშვენებენ.ამით ის მინდა გითხრა,რომ თუ ამბავი ისედაც გხიბლავს,მაშინ არც შესავალი გვჭირდება,არც სიტყვიერი შელამაზება.ზოგი კი უსათუოდ უნდა შევამკოთ,გავახალისოთ ლამაზ-ლამაზი სიტყვებით,სახის გამომეტყველებით,მოძრაობის,ხმის შეცვლით.ასეთ შემთხვევაში ხშირად არაფრისგან – ყველაფერს ვღებულობთ.სუსტი,უფერული ამბიდან – ცხოველს,საინტერესოს”.