ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„დედაკაცი,გენიალური ჯალათი,უნიჭიერესი მწვალებელი, იყო და ყოველთვის იქნება მამაკაცის დამღუპველი”. – ონორე დე ბალზაკი (კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ ვიცი,მართალი ვარ თუ არა,მაგრამ რატომღაც ასე მგონია,რომ კაცთა მოდგმის ისტორია ორი გზით შეიმეცნება: ერთი გზა მეტად შორი და ძნელადსავალია,ამას გარდა უამრავი გაუკვალავი ბილიკითაა დასერილი; ეს გამოცდილების გზა გახლავთ; მეორე გზა – ერთი ნახტომით შეიძლება განვლოს კაცმა; ეს შინაგანი ჭვრეტის გზაა.ვისაც პირველი გზით გადაუწყვეტია სიარული,მან ერთმანეთს უნდა შეუჯეროს მოვლენები და ჩაატაროს მოსაწყენი გაანგარიშებები; მეორე გზით მოსიარულე კაცი კი,უშუალოდ სწვდება ყოველი ამბისა თუ მოვლენის არსს,ჭვრეტს მათი გამოვლინების უჩვეულო მრავალფეროვნებას და შეუძლია ისინი სათამაშო დაფაზე განლაგებული ფიგურებივით ადვილად შეუდაროს ერთიმეორეს”. – ნოვალისი (ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენი)
* * *
„სულაც არ არის ძნელი ჭკვიან კაცად მოაჩვენო თავი.უმთავრესი ის არის,რომ უმეცრებაში არ დაგიჭირონ.უნდა მოხერხებული იყო,ძნელს მოერიდო,დაბრკოლებას მოუარო და დროზე იხმარო საენციკლოპედიო ლექსიკონი…” – მიხეილ ჯავახიშვილი (კვაჭი კვაჭანტირაძე)
* * *
„დღისით ძალიან ადვილია გულგრილად უყურო ყველაფერს,ღამით კი სულ სხვა საქმეა!” – ერნესტ მილერ ჰემინგუეი (აღმოხდების მზე)
* * *
„ბალღურად მიამიტი კაცი უფრო ადვილად მიიკვლევს გზას ამ ცხოვრების ღადაღუზაზე,საკუთარ გამორჩენაზე ფიქრით გზაარეული და დაჩლუნგებული ჭკუა-გონების კაცს კი ადვილად აბრმავებს ანგარება,თვალს სჭრის და გონებას უნისლავს ახალ-ახალი შემთხვევები და ჩახლართული ვითარებები”. – ნოვალისი (ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენი)
* * *
„შეზღუდულია ადამიანთა შეგნება. და არ ეცოდინებათ მათ იმაზე მეტი,ვიდრე შეუძლიათ. და შენთვის სულ ერთი არ არის,როგორ დაიღუპები, – მშიერი თუ ყელამდე მაძღარი,იმათ გსგავსად,რომელთაც შენი სიბრძნის ასე სუსტი გესლით შხამავ? და სულერთი არაა განა,უმეცარი ჩაწვები კუბოში თუ შენ მეუფეთა საცოდავი ცოდნის სუდარას გადაიფარებ? იფიქრე, – დედამიწაზე ყველაფერი და თვით დედამიწაც დავიწყების შავ უფსკრულში,სიკვდილის უძირო მორევში გადაიკარგება…”. – მაქსიმ გორკი (ბრძენი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გარდუვალია კანონი და უძლეველია ძალა მისი!”. – მიხეილ ჯავახიშვილი (თეთრი საყელო)
* * *
„ასეთია ზოგი საიდუმლო – თავს არავის გაამხელინებს.თავიანთ სარეცლებში ყოველ ღამე იხოცება ხალხი.სულიერ მოძღვარს ხელჩაკიდებულები და მის თვალებში საწყალობლად მაცქერალნი,სასოწარკვეთილნი,ხროტინით ეყრებიან სიცოცხლეს,შავეთში მიდიან და მიაქვთ შემზარავი ხვაშიადი,რომელიც ტანჯვითღა თუ გამჟღავნდება.ჟამ-ჟამად,ვაგლახ,კაცის სინდისი წამოიკიდებს ისეთ შემაძრწუნებელ ტვირთს,რომლის მოხსნა მხოლოდ სამარეში შეიძლება. და ასე რჩება გაუხსნელი არსი ყველა დანაშაულისა”. – ედგარ ალან პო (ბრბოს კაცი)
* * *
„ – ყური მიგდეთ,გეიგონეთ და დეიხსომეთ: ძალიანაც რომ გეიკვირვოთ რამე,გაკვირვებას ნუ შეიმჩნევთ,თვარა გამოუცდელობას შეგატყობენ და დაგცინებენ ან ხრიკს მოგდებენ”. – მიხეილ ჯავახიშვილი (კვაჭი კვაჭანტირაძე)
* * *
„მხოლოდ და მხოლოდ.მოთმინებითა შენითა უნდა მოიპოვო სული შენი და, მხოლოდ და მხოლოდ,ოფლითა პირისა შენითა უნდა ჭამდე პურსა შენსა.ასეა,ჩემო ძმაო.ესაა მთელი ავანჩავანი ადამიანის ცხოვრებისა,დანიშნულებისა,ნათლად და მარტივად დაფორმულებული თავად ღმერთის მიერ.ხოლო ვინც ამ ფორმულას უგულვებელყოფს,იღუპება ბოლოს.ბოლოს კი არა,დროზე ადრე,აუზროდ,უშედეგოდ.სხვასაც ღუპავს.სხვებსაც”. – ოთარ ჭილაძე (რკინის თეატრი) – (ავტორი გენია.ჯი)