ამონარიდი ონორე დე ბალზაკის გენიალური ქმნილებიდან – „კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე”
„კაცობრიობის უდიდეს დრამაში კაენი წინააღმდეგობის გამომხატველია.თქვენც ადამის შთამომავალი ხართ,კაენის ძეთა ნაშიერი,ხოლო კაენის მოდგმის გულში ეშმაკი მუდმივ აჩაღებს კოცონს,რომლის ნაპერწკალიც თავდაპირველად ევას მოხვდა.ამ მოდგმის დემონთა შორის ხანდახან გამოჩნდებიან ხოლმე მრავალმხრივი ნიჭითა და ყოველგვარი ადამიანური ძალითა და უნარით დაჯილდოებული შემზარავი არსებანი,რომლებიც უდაბნოს ონავარ მხეცებსა ჰგვანან და მათი არსებობა სწორედ ისეთ თვალუწვდენელ სივრცეებს მოითხოვს,როგორიც მათ მშობლიურ მიწაზეა გადაშლილი.ამგვარი ადამიანები საზოგადოებისთვის ისევე საშიშნი არიან,როგორც შუაგულ ნორმანდიაში ანაზდად გამოჩენილი ლომები.მათ საკბილო ესაჭიროებათ,ნთქავენ წვრილფეხა ადამიანებს და ყეყეჩთა ოქროებს.მათი თამაში იმდენად დამღუპველია,რომ ბოლოს და ბოლოს,კლავენ თვინიერ ფინიას,რომელიც თვითონვე დაიმეგობრეს და კერპად გადაიქციეს. და როცა ღმერთი ინებებს,ეს იდუმალებით მოცული არსებანი ხდებიან მოსეები,ატილები,შარლემანები,რობერსპიერები ან ნაპოლეონები.მაგრამ როდესაც ასევე ღვთის ნებით ამ გოლიათ დევგმირებს ოკეანის ფსკერზე ხავსი ეკიდებათ,მაშინ მათგან აღმოცენდებიან მარტოოდენ პუგაჩოვები,ფუშეები,ლუველები. და აბატი კარლოს ერერები.ისინი ფლობენ უდიდეს ძალას,რითაც იმონებენ ნაზი სულის ადამიანებს,იახლოვებენ მათ და მერე თელავენ”. – (ავტორი გენია.ჯი)