ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე”

„პატიოსანი ქალის ვერავითარი ტრფიალი,თვით ღვთისმოშიში მანდილოსნის სიყვარულიც კი,ერთი ბეწოთიც ვერ შეედრება ხასის თავდადებას უდიდესი ბოროტმოქმედებისადმი”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხალხმა რომ იცოდეს,რარიგ მტკიცედ იცავენ საიდუმლოს პოლიციის მოხელენი,თუმცა კი დავიწყებით არაფერი ავიწყდებათ,თაყვანსა სცემდა ამ შესანიშნავ ადამიანებს ისევე,როგორც შევერუსს.ჰგონიათ,პოლიცია ცბიერია,გაქნილი და დაუნდობელი,სინამდვილეში კი უაღრესად ლმობიერია.მარტოოდენ ვნებათაღელვის აბობოქრებას აკვირდება,დაბეზღებას ისმენს და ყველა საბუთს ინახავს.იგი მხოლოდ ცალმხრივაა საშიში: მასრთლმსაჯულებასაც ემსახურება და პოლიტიკასაც.მაგრამ პოლიტიკის სფეროში ისევე სასტიკია,ისევე მიკერძოებული,როგორც ცხონებული ინკვიზიცია იყო”.

* * *

„რამდენადაც სამარცხვინოა კაცის ცხოვრება,იმდენად მეტად ებღაუჭება იგი თავის სიცოცხლეს,რომელიც მუდმივი პროტესტი,დაუსრულებელი შურისძიება გახლავთ”.

* * *

„როცა ყველაფერს შუქი მოეფინება,თვით ყველაზე ნაკლებ მგრძნობიარე ადამიანებსაც კი თავზარი დაეცემათ,რამეთუ დარწმუნდებიან,რაოდენ ძლიერია ზემოქმედება სამი შიშისმომგვრელი ძალიასა: აიმარტოვის,სიჩუმის და სინდისის ქენჯნის”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ამპარტავნობა ისეთი თვისებაა,რასაც საყრდენი წერტილი არ გააჩნია”.

* * *

„სიკვდილმისჯილი,რომელიც დანაშაულს არ აღიარებს და არ გასცემს ამხანაგებს,ჯოჯოხეთურ წამებაში ვარდება.არ გეგონოთ,თითქოს ვგულისხმობდეთ საწამებელ ჩექმებს,რითაც ფეხის ძვლებს უმტვრევენ,ანდა სხეულის ნაწილების გასაგლეჯ,ყოვლად თავზარდამცემ იარაღებს.ო, არა, ჩვენ მხედველობაში გვაქვს ფარული წამება,ასე ვთქვათ,ნეგატიური ხასიათის წამება.პროკურატურა მსჯავრდებულს საკუთარ თავთან ტოვებს.ირგვლივ სიჩუმე და წყვდიადია გამეფებული.გვერდით უზის მუდმივი ამხანაგი (ცხვარი),რომელსაც არ ენდობა.

თანამედროვე,ყოვლად თავაზიანი ფილანტროპები დარწმუნებულნი ბრძანდებიან,თითქოს გამოიცნეს მარტო დამწყვდეული კაცის სატანჯველი… რარიგ ტყუვდებიან! წამების გაუქმების შემდეგ,მოსამართლეთა მეტისმეტად ფაქიზი სინდისის ქენჯნის დასაშოშმინებლად პროკურატურამ შემოიღო ადამიანის დასჯის შემზარავი საშუალება – სიმარტოვე.სიმარტოვე სიცარიელეა და ადამიანი როგორც მორალურად,ისე ფიზიკურად ვერ ეგუება მას.მხოლოდ გენიალური კაცი ეთვისება სიმარტოვეს,ავსებს საკუთარი აზრებით,სულიერი სამყაროს პირმშონი რომ არიან.სიმარტოვეს არ გრძნობს აგრეთვე ღვთაებრივ ქმნილებათა მჭვრეტელი,რომლის თვალში ეს ქმნილებანი ციური შუქით არიან გაცისკროვნებულნი უზენაესი გამგებლის ხმითა და სუნთქვით.სამოთხესთან ესოდენ ახლოს მდგომ ამ ორგვარ ადამიანთა გარდა სიმარტოვე ყველასთვის ზნეობრივი და ფიზიკური წამებაა.სიმარტოვესა და წამებას შორის იგივე განსხვავებაა,რაც ნერვულ სნეულებათა და ქირურგიულ დაავადებათა შორის არსებობს.ეს არის უსასრულობაზე გამრავლებული ტანჯვა.სხეული ნერვული სისტემით შეიგრძნობს,ხოლო გონება აზრებით იჭრება უსასრულობაში.ამის შედეგად პარიზის პროკურატურის მატიანეში თითებზე ჩამოითვლება ისეთი მსჯავრდებული,ვისაც დანაშაული არ ეღიარებინოს.

სიმარტოვეზე ძნელი არაფერია,კაცს მართლა რომ ჭკუიდან შეშლის”.

* * *

„ყოველ პროფესიას თავისი ტვირთი აქვს სათრევი და თავისი ჩინური თავსატეხიცა აქვს მიკუთვნებული”.

* * *

„რიგიანი ყოფაქცევა წვრილმან კანონთა კრებულია”.

* * *

„დიახ,სიყვარული,ეს ღვთაებრივი გრძნობა,თვით გახრწნილ ადამიანთა გულებშიაც კი ღვივის და მეტად ძნელად იფერფლება!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბოროტმოქმედება ბუნებრივი მოვლენაა,რასაც საფუძვლად ადამიანური გრძნობა უდევს”.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>