მიგელ დე სერვანტეს საავედრა & ლოპე დე ვეგა
ესპანური ლიტერატურის ორ ტიტანს – მიგელ დე სერვანტეს საავედრასა და ლოპე დე ვეგას შორის,ისევე როგორც სხვა მრავალ ცნობილ ტიტანს შორის,მეტად დაძაბული და თუ შეიძლება ითქვას,მტრული ურთიერთობაც კი სუფევდა. (ავტორი გენია.ჯი) ლოპე დე ვეგას ხელმძღვანელობით ამხედრებულ ესპანელ დრამატურგებსა და სამეფო კარის დაქირავებულ პოეტებს,რომლებიც ხელგამხმარი გენიოსის დამოუკიდებელი ლიტერატურული და პოლიტიკური შეხედულებების გამოისობით გრძნობდნენ თავს შეურაცხყოფილად,სერვანტესისადმი მტრული დამოკიდებულება სიკვდილამდე თან გაჰყვათ.
მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე ნაყოფიერი მწერლის – ლოპე დე ვეგას კერძო მიმოწერებში აშკარად იკვეთება სერვანტესისადმი ფარული სიძულვილი.ვეგას,რომელსაც საკუთარი თავი ახალი ლიტერატურული სკოლის მეთაურად მიაჩნდა,საავედრასთვის ვერ ეპატიებინა ეს უკანასკნელი მძაფრად რომ აკრიტიკებდა არა მხოლოდ მის შემოქმედებას,არამედ ლიტერატორის ნიჭსაც.ესპანური მწერლობის ეს ორი დამამშვენებელი პერსონა ორ სხვადასხვა პოლუსზე აღმოჩნდნენ.საავედრა იყო ლეპანტოს სახელოვანი ბრძოლის მონაწილე; ლოპე დე ვეგა კი ახლდა უბადრუკ „უძლეველ არმადას”; სერვანტესი ღრმად თანაუგრძნობდა სხვა ხალხებთან ესპანეთის შეკავშირებას და ამაში ხედავდა თავისი სამშობლოს უდიდეს სარგებლობას; ლოპე დე ვეგა კი,პირიქით,რამდენადაც შეეძლო,ხელს უწყობდა ესპანელთა კომიკურ ამპარტავნობას,მის განკერძოებას.იგი იმასაც კი არ თაკილობდა,რომ ინკვიზიტორის როლი შეესრულებინა აქტიურად. და აკი,მონაწილეობაც მიიღი ერთი ფრანცისკანელი ბერის აუტოდაფეზე დაწვის პროცედურაში.საავედრა კი მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის შეუპოვრად იცავდა სიმართლეს,ადამიანურ ღირსებას და მუდამ ქადაგებდა კაცთმოყვარეობას.ჯერ კიდევ ფილიპე მეორის დროს დაწერილ „ალჟირის ზნე-ჩვეულებებში” მან ვაჟკაცურად მოუწოდა კაცობრიობას: „ძირს აუტოდაფე!“ – (ავტორი გენია.ჯი)