ამონარიდები რაბინდრანათ თაგორის მოთხრობებიდან…
„ადამიანების ცხოვრება სხვადასხვა გზით მიდის,ძნელია დიდი ხნით შეაჩერო ვინმე შენს სიახლოვეს”. – (მოჰამაია) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უქნარას ერთი უპირატესობა აქვს: თუ შინაურები ლანძღავენ,უცხო ადამიანები თანაგრძნობით ეკიდებიან.ზარმაცს საქმე არ ბოჭავს და იგი ერთგვარი საზოგადოებრივი საკუთრება ხდება.როგორც ყოველ ქალაქს სჭირდება საზოგადო ბაღი,ასევე ყოველ სოფელს ესაჭიროება ორი-სამი უქმად მოყიალე ადამიანი,რომელიც ყოველთვის მზად არის მხარი აუბას სხვას მხიარულებასა და უქმად ხეტიალში”. – (შუბჰა)
* * *
„ადამიანს,რომელიც სიკვდილის ბრჭყალებს დაუსხლტა,სხვა ყველაფერი უმნიშვნელო ეჩვენება”. – (მოჰამაია)
* * *
„ადამიანმა ცრემლი უნდა დაღვაროს,რომ ცხოვრება შეიცნოს”. – (გამოსათხოვარი ღამე)
* * *
„მე ვიცი,რომ მარტო სიცოცხლეში არ არის სიკეთე,იგი შეიძლება სიკვდილშიაც იყოს”. – (გამოსათხოვარი ღამე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენ არ ძალგვიძს ჩვენი სიკვდილის შემდეგ ის დავტოვოთ,რისი დატოვებაც ნამდვილად საჭიროა”. – (გამოსათხოვარი ღამე)
* * *
„ადამიანების საზოგადოება უგუნურებაზეა აგებული: არავის არ ყოფნის ჭკუა,დროზე მოიქცეს ისე,როგორც საჭიროა, და, დრო რომ გადის,მერე ამაოდ ვიფლითავთ გულს აუხდენელი მწველი სურვილებით”. – (კურთხეული ღამე)
* * *
„როცა ქვეყნად დიდი მოვლენები ხდება,პატარა მოვლენებიც იწვდიან თავიანთ მშიერ ფესვებს და შემთხვევას არ უშვებენ,რომ თავიანთი უფლებები განაცხადონ”. – (ნათელი და ჩრდილები) – (ავტორი გენია.ჯი)