მწვავე სატირული ამონარიდები რომენ როლანის ნაწარმოებიდან – „ლილიული”

„წესრიგის კაცი გახლავართ და პატივს ვცემ მთავრობას, – ყველა მთავრობას,რომელიც კი არსებობს,ჩემი პრიციპია კარგ ურთიერთობაში ვიყო ყველასთან,ვინც ძლიერია.რანიც არ უნდა იყვნენ,მაინც მშვენიერნი,კეთილნი… ძლიერნი არიან.ამით ყველაფერი ნათქვამია.მართალია,ისინი ზოგჯერ იცვლებიან,მაგრამ ერთდროულადვე ვიცვლები ხოლმე მეც,ზოგჯერ კი თხუთმეტი წუთით ადრეც!.. არა,ეს მე არ შემეშლება! და ყოველთვის,ჩემო ბატონო,იმათთანა ვარ,ვისაც ხელკეტი აქვს მომარჯვებული”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სად ისურვებთ ფეხების გაფშეკას – მიწაზე,მიწის ქვეშ,ჰაერში თუ წყალში? (პირადად მე,მუდამ თავს ვარიდებ წყალს.მსუბუქი ღვინო,ვფიქრობ,ბევრად უფრო სასიამოვნო უნდა იყოს).გნებავთ მიიღოთ ტყვია მუცელში – მრგვალი ან წვეტიანი,შავი ან მოოქროვილი,ან იქნებ შრაპნელი,ჩემოდანი,ნამსხვრევი,ან სულაც,კარგა ლაზათიანი ხიშტი გირჩევნიათ,რომელსაც წარსული ომებით უკვე დიდებულად იცნობთ.გსურთ ბაღლინჯოსავით გაგრისონ ან ქათამივით გამოგშიგნონ,შეგბრაწონ ან მოგხარშონ,გააკეთონ თქვენგან კატლეტი,ქაბაბი,ან ელექტროდენი შეგიერთონ.ეს განსაკუთრებით ფუფუნებრივი რამ არის… თქვენი კეთილდღეობისთვის ვსპობთ იმას,რაც გადაჭარბებულად ვულგარული,უხეში,გაუნათლებელი,ბარბაროსული და არაცივილიზებულია (მაგალითად წყალქვეშა ნავები და მყრალი გაზები),ხოლო სხვა დანარჩენზე შეკვეთებს უყოყმანოდ ვიღებთ,რადგან ომს მკლავმოუღლელად ვაშალაშინებთ და სრულვყოფთ,მუხისფრად ვაპირკეთებთ და ვაკრიალებთ,რადგან გვახსოვს,რომ იგია სწორედ ის მტკიცე საძირკველი,რომელზეც ცივილიზაციის ვეება შენობა აღიმართა. და მართლაც,ომის გარეშე მშვიდობასაც ფასი დაეკარგებოდა. და განა ომი არ დაგვეხმარა შეგვექმნა ერების ლიგა.აბა დააკვირდით,როგორ არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული.არ იქნებოდნენ  ერები – არც ერების ლიგა იარსებებდა; არ იარსებებდნენ ერები და – არც ომი იქნებოდა; არ იქნებოდა ომი – არც ერები იარსებებდნენ.აქედან ნათელი ხდება,რომ ყოველივე ამჟამადაც მშვენიერია,ხოლო შემდეგ კიდევ უფრო უკეთესი იქნება”. -(მარადიული პოლონოისის მიმართვა ხალხებს) -  (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>