„სიბრძნის წუთი”

მოხუცი კაცი და მისი პატარა შვილიშვილი გზაზე მიდიოდნენ.კაცი ვირზე იჯდა,მისი შვილიშვილი კი ვირს წინ მიუძღოდა.უცებ მათ კაცი შემოხვდათ:

- ამხელა კაცი ვირზე ზის,პატარა ბიჭი კი ფეხით მიდის.საწყალი ბავშვი როგორ დაღლილა,მისი შიშველი ფეხები მზით გახურებულ მიწას ვეღარ უძლებს, – თავისთვის ჩაილაპარაკა გამვლელმა. (ავტორი გენია.ჯი)

მოხუცი ჩამოქვეითდა და ბავშვი ვირზე შესვა,თვითონ კი სახედარს წინ გაუძღვა.მათ გზაზე მეორე გამვლელი შეხვდათ:

- როგორ არ გრცხვენია, – უთხრა გამვლელმა ვირზე მჯდომ ბავშვს, – შენ ვირზე წამომჯდარხარ,ეს მოხუცი,თეთწვერიანი კაცი კი ფეხით მიდის.

ბავშვს შერცხვა და პაპას სთხოვა,ვირზე მასთან ერთად შემჯდარიყო.მოხუცი ბიჭს უკან მიუჯდა და ვირზე ამხედრებულებმა განაგრძეს გზა.

მალე მათ მესამე გამვლელი შეხვდათ:

- საწყალი ცხოველი,ჩუმი,უტყვი,რადგან ლაპარაკი არ შეუძლია,ასე უნდა გაიმეტოთ?! წამომჯდარხართ ვირზე და არ ფიქრობთ,რომ მას არ შეუძლია ორივეს ტარება?!

მოხუცი ვირიდან ჩამოქვეითდა და შვილიშვილსაც ჩამოსვლა უბრძანა.ისინი წინ გაუძღვნენ ვირს და ასე განაგრძეს გზა.გარკვეული მანძილი რომ გაიარეს,მათ კიდევ შემოხვდათ გამვლელი,რომელმაც მოხუცსა და მის შვილიშვილს დასცინა:

- ვირს ტვირთი არ ჰკიდია,მაგრამ ესენი ფეხით მიჰყვებიან ცხოველს.აი,ნამდვილი სულელები!

მოხუცი მიუბრუნდა შვილიშვილს,მხარზე ხელი დაადო და უთხრა:

- ცხოვრებაში რაც უნდა გააკეთო,ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც,ვისაც შენი საქციელი არ მოეწონება.ჯობს,ყოველთვის გქონდეს საკუთარი აზრი და ყოველთვის თვითონ გადაწყვიტო,რა უნდა გააკეთო. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>