ამონარიდები მიგელ ანხელ ასტურიასის რომანიდან – „დამარხულთა თვალები”
„ვაი მას, ვინც ღამით არ ფხიზლობს! ვაი მას, ვინც უცხოელს კარს არ უკეტავს! ვაი მას, ვინც დაივიწყა, რომ დაკრძალულთ თვალები გახელილი აქვთ და სამართლიანობის გაბატონების დღეს მოელიან, რათა თვალები იმ დღეს დახუჭონ და მშვიდობით განისვენონ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ყველა მიცვალებული, ხუამბო, გახელილი თვალებითაა დამარხული!.. ყველა, ხუამბო, ყველა, სანამ ქვეყანაზე უსამართლობა მეფობს”.
* * *
„ცეცხლის პოვნა ფერფლშიც შეიძლება”.
* * *
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მახეში გაბმული ნ ა დ ი რ ი ს უკანასკნელი დარტყმები მომაკვდინებელია”.
* * *
„ადამიანმა უნდა იცოდეს, როდის რა შეიძლება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი ყოველთვის უნდა ჩაეჭიდოს რაღაცას. და, როცა მის წინაშე ყველა კარი დაიხურება… – მაშინ სიკვდილს ჩაეჭიდება”…
* * *
„ომი მოითხოვს, როცა მოვალეობას ასრულებ, მტერი ისე უნდა მოკლა, სინდისის ქენჯნა არ იგრძნო!”
* * *
„ – გარდა ჯოჯოხეთისა, ყველაფერს შეიძლება თავი დააღწიო”…
* * *
„ერთი მომისმინეთ, რას ამბობს სახარება ხვანჩზე (ხორხზე). ღმერთმა უთხრა კაცს: გადაყლაპე ან ამოაფურთხეო… და კაცმა მიუგო: არა, უფალო ღმერთო, არ გადავყლაპავ და არც ამოვაფურთხებო… ასე დარჩა ხვანჩი იქ, სადაც ახლაა, ცასა და მიწას შუა, სიმბოლოდ ნებისყოფის და თავისუფლებისა, რაც შემოქმედმა მიანიჭა მამაკაცს და არა დედაკაცს. დედაკაცმა გადაყლაპა ნებისყოფა, მას ხომ ხვანჩი არა აქვს”… – (ავტორი გენია.ჯი)