ამონარიდები ალბერტო მორავიას მოთხრობებიდან…
„როგორ ფიქრობთ,რას სჩადის მგელი,როცა ლეკვები მშიერი ჰყავს? რას სჩადის-მეთქი,გეკითხებით.თვითონ გიპასუხებთ: მგელი ბუნაგიდან გამოძვრება და საშოვარზე მიდის.გამწარებული ზოგჯერ სოფელსაც ეწვევა,რომელიმე სახლში შევარდება.რასაკვირველია,გლეხები კარგად იქცევიან,მგელს რომ კლავენ,მაგრამ მგელმა რაღა ქნას,ის ხომ შიმშილს მიჰყავს სოფელში.მაშასადამე,არც ერთი ტყუის,არც მეორე,ორივე მართალია,ამ სიმართლეს კი სიკვდილი მოსდევს”. – (ქურდები საყდარში) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“საკმარისია ყმაწვილკაცების წრეში ქალი ჩაეჩხიროს და მშვიდობით,მეგობრობავ”. – (სამკაულები)
* * *
„ქვეყნად არც გულადობაა და არც ლაჩრობა… არის მხოლოდ გონიერება და უგუნურება.გონიერება იგივე ლაჩრობაა,უგუნურება კი – გულადობა”. – (უგუნური)
* **
„თუ დაკვირვებიხართ,როცა ბუნებით უხეში ადამიანი ცდილობს თავი ზრდილად მოგაჩვენოთ,ძალიან სასაცილოდ გამოიყურება”. – (ტყუილად ირჯებით)
* * *
„რაც უფრო ღონიერია კაცი,მით უფრო წინდახედული და კეთილშობილი უნდა იყოს,ბოროტად არ უნდა გამოიყენოს თავისი ღონე”. – (ტყუილად ირჯებით) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფიქრი რწყილსა ჰგავს,თუ ერთხელ შეგიძვრა,მერე აღარ მოგასვენებს და ზოგჯერ ისე გიკბენს,რომ გამწარებული შეხტები”. – (ქურდები საყდარში)
* * *
„ადამიანებში მეგობრობა არ არის,თუმცა სიტყვა მეგობრობა სწორედ მათ მოიგონეს”. – (მეგობარი შავ დღემდეო)
* * *
„ქალების ტრფიალს ჩვეულ მამაკაცს,სიბერე შეუმჩნევლად მიეპარება ხოლმე,ვეღარც კი გრძნობს თუ ყავლი გაუვიდა,რომ ქალები უკვე ისე უყურებენ,როგორც მამას ან პაპას.ამის მიზეზი ის გახლავთ,რომ ყოველ ხანში შესულ მამაკაცს,თითქოს ორი სახე აქვს,ერთი შინაგანი,მეორე გარეგანი.გარეგან სახეზე თქვენ ხედავთ ნაოჭებს,ჭაღარას,გაფუჭებულ კბილებს,ჩამქრალ თვალებს.შინაგანი სახე კი ახალგაზრდული რჩება: შავი,ხშირი თმა,გადატკეცილი კანი,თეთრი კბილები,ცოცხალი თვალები.აი სწორედ ეს შინაგანი თვალები აცქერდება ქალებს და ეჩვენება,რომ ქალებსაც ძველებურად მოსწონთ იგი,მაგრამ მწარედ ცდება.ქალები მხოლოდ მის გარეგნულ სახეს ხედავენ და ამბობენ; „ნეტა რა უნდა ამ ბებრუხანას? ნუთუ არ ესმის,რომ პაპად შემფერის?” – (სულელი ბებერი)
* * *
„მედიდური კაცი უფრო სასაცილოა,ვიდრე მავნე,იგი ბავშვსა ჰგავს.დიდების მოყვარული ჯირკი კი ნამდვილად ძნელი ასატანია,ავ თვალზე მეტად უნდა უფრთხოდეს ადამიანი”. – (ჯირკი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შიმშილზე უფრო მწვავე და მტანჯველი არაფერია ქვეყნად.შიშველ-ტიტველი რომ იყო,ფეხზე არ გეცვას,აიტან,თუ გშია,საჭმელის მეტი ვერაფერი გიშველის.აბა,სცადე,ხმამაღლა თქვი: „ფეხშიშველი ვარ…”, „პერანგი არ მაცვია…”,ერთი წუთი გაჩუმდი და მერე თქვი: „მშია!” მაშინვე იგრძნობ განსხვავებას.რა საგანიც არ უნდა გაკლდეს,შეგიძლია დაფიქრდე,ეძებო,არჩიო,მაგრამ თუ გშია ან გწყურია,ფიქრს,რჩევას და ძებნას ვერ დაიწყებ.კუჭს მოთმენა არ უყვარს,იგი უნდა გაძღეს”. – (რომული და რემი)