ამონარიდი ლევ ტოლსტოის შედევრი ქმნილებიდან – „აღდგომა”

„დიახ,იმაზე ვფიქრობდი,რომ ყველა ეს მოსამსახურეები,უმეტეს შემთხვევაში,წყნარი,გულკეთილი ხალხია,მაგრამ გარდაიქცნენ ავ ადამიანებად მხოლოდ იმიტომ,რომ მსახურობენ.ყველა ესენი,ალბათ,სულ უბრალო გრძნობისათვის შეუვალნი არიან მხოლოდ იმიტომ,რომ მსახურობენ.მათ გულს,როგორც მოსამსახურეებისას,არ სწვდება კაცთმოყვარეობის გრძნობა,როგორც ამ ქვით დაფენილ მიწას ჟუჟუნა წვიმა, – ფიქრობდა ნეხლიუდოვი და მისჩერებოდა რკინიგზის ლიანდაგის დასაცავად ფერადი ფილაქვით ხელოვნურად მოფენილ ფერდობს,სადაც წვიმის წყალი ვერ ატანდა მიწას და თავქვე ჩამორბოდა მოჩუხჩუხე ნაკადულებად. – შესაძლოა,საჭიროც იყოს ხელოვნურად ჩამოთხრილი ფერდობების ფილაქნით დაფენა,მაგრამ სამწუხარო სანახავია მცენარეებს მოკლებული მიწა,რომელსაც შეეძლო წარმოეშვა ბალახი,ბუჩქნარი,ხეები,როგორ ამ თხრილის ზემოთ მდებარე სანახავ ადგილებს.იგივე ხდება ადამიანთა შორისაც.შესაძლოა,საჭირონი არიან ეს გუბერნატორები,უფროსები,პოლიციელები,მაგრამ საშინელი სანახავია ხალხი,მოკლებული უმთავრეს ადამიანურ თვისებას – ერთიმეორის სიყვარულს და სიბრალულს. (ავტორი გენია.ჯი)

საქმე იმაშია,რომ ეს ხალხი კანონად თვლის იმას,რაც არ არის კანონი, და არ მიაჩნია კანონად ის,რაც სამარადისო,უცველი,გარდუვალი კანონია,თვით ღმერთის მიერ შთაგონებული და აღბეჭდილი ადამიანთა გულში, და აი,სწორედ ამის გამო მეძნელება ამ ადამიანებთან ყოფნა, – ფიქრობდა ნეხლიუდოვი. – პირდაპირ მეშინია მათი. და, მართლაც,საშიშარია ეს ხალხი,ყაჩაღებზე უფრო საშიშარი.ყაჩაღს რაც უნდა იყოს,შეუძლია შეგიცოდოს,ამათ კი არ ძალუძთ შეცოდება: ესენი დაზღვეული არიან შეცოდებისაგან,როგორც სიპი ქვა მცენარის წარმოშობისაგან.აი,სწორედ ამით არიან საშიშნი.ამბობენ,საშინელებას წარმოადგენდნენ პუგაჩოვები,რაზინებიო.მაგრამ ესენი ათასჯერ უფრო საშიშნი არიან, – განაგრძობდა ფიქრს ნეხლიუდოვი. – მოცემული რომ იყოს ფსიქოლოგიური ამოცანა: როგორ შეიძლება იმის მოხერხება,რომ ჩვენი დროის ხალხი,ქრისტიანები,ჰუმანურ იდეათა მატარებელნი,უბრალო გულკეთილი ადამიანები სჩადიოდნენ უსაშინელეს ბოროტმოქმედებებს და იმავე დროს თავს დამნაშავედ არ გრძნობდნენ,ასეთ ამოცანაზე შესაძლებელია მხოლოდ ერთი პასუხი: ყოველივე ის,რაც არის,უნდა დარჩეს ისე,როგორც არის,უნდა ეს ადამიანები დარჩნენ ისევ გუბერნატორებად,საპატიმროთა უფროსებად,ოფიცრებად,პოლიციელებად,ესე იგი,საჭიროა,რომ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ,პირველ ყოვლისა,იმაში,რომ არსებობს ისეთი საქმე,ეგრეთ წოდებული,სახელმწიფო სამსახური,რომლის აღსრულების დროს შესაძლებელია მოეპყრა ადამიანს ისე,როგორც უბრალო ნივთს, და არავითარი ძმური,ადამიანური გრძნობა მისდამი არ იქონიო; მეორეც, – სახელმწიფო სამსახურში მყოფი ხალხი თვით სამსახურით ისე მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან,რომ ხალხისადმი მათი მოპყრობის შედეგებისათვის პასუხისმგებლობა არც ერთ მათგანს კერძოდ არ ეკისრებოდეს.ამ პირობათა გარეშე არავითარი შესაძლებლობა არ არსებობს,რომ კაცმა ჩაიდინოს ისეთი საშინელი დანაშაულობანი,როგორიც მე ვნახე დღეს.ეს ხალხი ფიქრობს,რომ არსებობს მდგომარეობა,როდესაც შეგიძლია ადამიანს ადამიანური სიყვარულით არ მოეპყრა,მაგრამ ასეთი მდგომარეობა არ არსებობს: აი,რაშია საქმე.ნივთს,შესაძლოა,არ მოეპყრა სიყვარულით: შესაძლოა ჭრა და ჩეხო ხეები,გამოსწვა აგურები,უსიყვარულოდ გამოჭედო რკინა,მაგრამ არ შეიძლება მოეპყრა ადამიანს უსიყვარულოდ,როგორც არ შეიძლება გაუფრთხილებლად შეეხო ფუტკრებს.ასეთია თვისება ფუტკრისა.ფუტკრების გაუფრთხილებელი მოპყრობით იმათაც ვნებას მიაყენებ და შენს თავსაც.ასეთივეა ადამიანის თვისებაც.არც შეიძლება სხვანაირად იყოს,რადგან ადამიანთა შორის ურთიერთობისადმი სიყვარული არის ადამიანის ცხოვრების ძირითადი კანონი. (ავტორი გენია.ჯი) მართალია,ადამიანს არ ძალუძს ისე ადვილად შეაყვაროს სხვას თავი,როგორც ადვილად შეუძლია სხვის სასარგებლოდ სხვისივე ზეგავლენით იმუშაოს,მაგრამ აქედან სრულებითაც არ გამომდინარეობს ის,რომ შეგიძლია უსიყვარულოდ მოეპყრა ადამიანებს,განსაკუთრებით მაშინ,როდესაც მოითხოვ მათგან რამეს.არ გრძნობ სიყვარულს ადამიანისადმი,იჯექ წყნარად, – ფიქრობდა ნეხლიუდოვი და მიმართავდა თავის თავს, – მიხედე შენს თავს,ნივთებს,ადამიანებს თავი დაანებე; საჭმელი მხოლოდ მაშინ შეგერგება,როცა გშია,ასევე ადამიანებთან ურთიერთობას მოაქვს სარგებლობა მხოლოდ მაშინ,როცა ისინი გიყვარს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>