ამონარიდები ლევ ტოლსტოის რომანიდან – „აღდგომა”
„თუ შესაძლებელია იმის აღიარება, რომ, თუნდაც ერთი წუთით ან თუნდაც რომელიმე განსაკუთრებულ შემთხვევაში, ქვეყნად მოიპოვება კაცთმოყვარეობის გრძნობაზე უმაღლესი რამე, მაშინ დასაშვებია ისიც, რომ ადამიანმა ადამიანის წინააღმდეგ ყოველგვარი ბოროტმოქმედება ჩაიდინოს და თავი დამნაშავედ არ იგრძნოს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცუდი საქციელი შეგიძლია აღარ გაიმეორო და მოინანიო, მაგრამ ცუდი აზრები წარმოიშობიან ყველა ცუდი ქცევისაგან.
ცუდი მოქმედება მხოლოდ ჰკაფავს გზას სხვა ცუდ მოქმედებისაკენ; ცუდი აზრები კი შეუჩერებლივ მიათრევენ ადამიანს ამ გზით”.
* * *
„ჩვენი ცოდვები იმდენად განუზომელნი არიან, ისეთი საშინელი და გარდაუვალი წამება მოგველის ამ ცოდვებისათვის, რომ ცხოვრება შეუძლებელი ხდება ასეთი საშინელი წამების მოლოდინში”.
* * *
„ბრბო თაყვანს სცემს ძალაუფლებას. დღეს ძალაუფლება მთავრობის ხელშია და ბრბოც მას აღმერთებს, ჩვენ კი ვძულვართ. ხვალ ჩვენ ვიგდებთ ხელთ ძალაუფლებას, ხალხიც ჩვენ წინ დაიჩოქებს…”
* * *
„სარწმუნოება ბევრია, სული კი ერთი. მაშასადამე, ყოველი ადამიანი ერწმუნოს თავის სულს, და მაშინ ყველანი იქნებიან შეერთებულნი. ყოველი იყვეს თავისათვის, და ყველანი იქნებიან თვითეულისათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მე ვარ გიჟი, რომ ვხედავ იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ, თუ ისინი გაგიჟებულან, რომლებიც ჰქმნიან მას, რასაც მე ვხედავ?”
* * *
„უმნიშვნელო მოხვედრაც მტკივან ადგილისათვის შესამჩნევია”.
* * *
„ქვეყნიერების პატრონის ზრახვათა შეცნობა ჩემს ხელთ არ არის და არ ძალმიძს. მაგრამ ასრულება იმის ნების, ვინც ასახულია ჩემს სინდისში – ჩემს ხელთ არის, ეს მწამს უეჭველად და როცა ვასრულებ ნებას მისას, სიმშვიდე ისადგურებს ჩემს სულში”.
* * *
„ხალხი გადაშენების გზას ადგია, გულგრილად უყურებს თავის გაპარტახებას. თავი იჩინეს ისეთმა მიდრეკილებებმა და მოვლენებმა, რაც თან სდევს გადაშენებას, – ბავშვების გახშირებული სიკვდილი, ქალების ძალზე გადაჭარბებული შრომა, საჭმელის საერთო ნაკლებობა, განსაკუთრებით მოხუცებულთათვის. თანდათან მივიდა ხალხი იმ მდგომარეობამდე, რომ ვეღარც კი ამჩნევს მთელ ამ საშინელებას და არც უჩივის მას. ამიტომ ჩვენც გვგონია, რომ ასეთი მდგომარეობა ბუნებრივია და ასედაც უნდა იყოს”.
* * *
„მიწის არც ყიდვა, არც გაყიდვა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გაყიდვა შესაძლებელი იქნა, მთელ მიწებს შეისყიდიან ისინი, ვისაც მეტი ფული აქვთ, და შემდეგ მიწებით სარგებლობისათვის რამდენსაც მოისურვებენ, იმდენს გადაახდევინებენ იმათ, ვისაც უმიწოდ ცხოვრება არ შეუძლიათ. მიწაზე დგომისათვისაც კი ფულს გადაახდევინებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)