ამონარიდები რომენ გარის რომანიდან – „თეთრი ძაღლი”
„სინდისის ქენჯნა თქვენი სინდისის გამართულ ფუნქციონირებასა ან,საერთოდ,მის არსებობაზე მეტყველებს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადრე თუ გვიან ახალგაზრდობა ზუსტად ისე მოექცევა საზოგადოებას,როგორც პიკასო რეალობას: ნაკუწებად აქცევს!..”.
* * *
„უძველესი კითხვა,ოდითგანვე საკუთარ თავს რომ უსვამს კაცობრიობა: რა ჯობია,როცა კლავ,თუ როცა გკლავენ?”
* * *
„რახან საყოველთაო კანონების პირსისხლიანი დამრღვევები ჭეშმარიტ გმირებად გამოვაცხადეთ,იშვიათი ჭეშმარიტი გმირების გამოუსწორებელ კრიმინალებად წარმოჩენა დიდ სიძნელეს ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს”.
* * *
„ადამიანები,რომლებმაც დიდებისა და წარმატების მწვერვალებს მიაღწიეს,ხშირად იტანჯებიან არასრულფასოვნების კომპლექსისგან: ისინი გამუდმებით იტანჯებიან უკმარისობის განცდისგან,არაფერი ჰყოფნით.ეგომანიაკები მიიჩნევენ,რომ მათ მიმართ დამსახურებულ პატივისცემას არ იჩენენ,ჯეროვნად არ ეთაყვანებიანარიან ისეთებიც,ვისაც მშვენივრად აქვს გაცნობიერებული საკუთარი ფსიქიკური აშლილობა.ისინი ყველანაირად გაურბიან ჭეშმარიტი ფსიქიატრიული დიაგნოზის აღიარებას.უბედურების წყაროს მარტო ფსიქიკურად შერყეულ და გაუწონასწორებელ საზოგადოებაში კი არ ხედავენ,არამედ ამ უკანასკნელის სოციალური პრობლემების მოუგვარებლობაშიც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დონ კიხოტმა იცოდა.საოცრად ნათელგონიერი,თვალდახუჭული ხედავდა ჩვენში ჩაბუდებულ დემონებსა და ჰიდრებს,რომლებიც ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში თავს წამოყოფენ და სისინს და ჩხრიალს იწყებენ ხოლმე”.
* * *
„ქვეყანა,რომელმაც სიჭარბითა და სიუხვით,რომ არ ვთქვა არაზომიერებით,ყველა დაჯაბნა,ნევროზითაც არაზომიერია.სიცოცხლის გამანაწილებელ ამ გიგანტურ ტექნოლოგიურ მანქანაში ყოველი მოკვდავი ემსგავსება მონეტას,რომელსაც გარკვეული ლაბირინთების გავლის შემდეგ ეს ურჩხული მეორე მხარეს გამოისვრის ან როგორც პენსიონერს,ან როგორც გვამს”.
* * *
„პიროვნების ტრამვირება მასმედიის საშუალებების მიერ სერიოზული კვლევის საგნად უნდა იქცეს.ისინი დრამატული მოვლენების ხარჯზე სულდგმულობენ.მოსახლეობაში სანახაობის მუდმივ მოთხოვნილებას აღვივებენ”.
* * *
„ასაკში განსხვავება საშინელი რამაა.წარმოიდგინეთ ახლა,როცა თქვენზე რამდენიმე საუკუნით უფრო ახალგაზრდა ქალს შეირთავთ,თან ზურგზე ისეთ ტვირთს მოიკიდებთ,რომელსაც ვოლტერი და ლაროშფუკო ჰქვია”.
* * *
„მზერაზე ლამაზს ქალში ვერაფერს მოიძიებ”. – (ავტორი გენია.ჯი)