ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ჩვენ არასოდეს არ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმისდა მიხედვით,ვუყვარვართ თუ ვეზიზღებით სხვებს”. – ეტელ ლილიან ვოინიჩი (კრაზანა) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეჰ,ადამიანს სახე სხვა ჰქონია,გული კი – სხვა”. – ორჰან ქემალი (უცხო ქალი)
* * *
„ადამიანი ისედაც ორი დღითაა მოსული ამ წუთისოფელში და ნუ გაამწარებთ”. – რევაზ მიშველაძე (უფანდუროდ ნამღერი)
* * *
„სახელმწიფო სხვა არა არის რა,თუ არა სახელმწიფო”. – ალბერტო მორავია (ძეგლი)
* * *
„რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ბედის უკუღმართობაზე,იმდენად უფრო მეტი შეუძლია თქვას იმაზე ყველამ,ვინც მონდომებით დაუკვირდება ამ ბედის ყოველგვარ ტრიალს; და ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს,თუკი თავმდაბლობით იფიქრებს,რომ ყოველივე,რასაც ჩვენ,ჩვენის უმეცრებით ჩვენადა ვთვლით,ამ ბედის ხელთაა, და, მაშასადამე,მისი საიდუმლო განგებით განუწყვეტლივ რიგ-რიგად გადაეცემა ხოლმე ერთისაგან მეორეს და წინაუკმო, და ეს ისეთი წესითა ხდება,რომ ჩვენ ვერაფერს გავუგებთ ხოლმე”. – ჯოვანი ბოკაჩო (დეკამერონი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არაფერია სხვის ბედნიერებაზე უფრო საამო”. – რომენ გარი (თეთრი ძაღლი)
* * *
„თვალები ბრმაა.გულით უნდა ეძიო კაცმა”. – ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი (პატარა პრინცი)
* * *
„ბედნიერები საათს არ აკვირდებიან”. – ალექსანდრე გრიბოედოვი (ვაი ჭკუისაგან)
* * *
„არავის შეუძლია დაკარგოს ვინმე,რადგან არავინ არავის არ ეკუთვნის”. – პაოლო კოელიო (ალქიმიკოსი)
* * *
„ყველაფერი ისე რომ იყოს,როგორც შენ გსურს,ცხოვრება უინტერესო გახდებოდა”. – ჰარუკი მურამაკი (კაფკა პლაჟზე) – (ავტორი გენია.ჯი)