ამონარიდები ანრი მარი ბეილის (სტენდალის) რომანიდან – „პარმის სავანე”
„მიხვედრილი ადამიანები შენს ჭკუას შენს თვალებშიც დაინახავენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინც ჭკვიანია – ძილი გატეხილი აქვს,ხოლო ვინც გავლენიანია,იმან ქუჩაში არ უნდა ისეირნოს”.
* * *
„სიბერე უპირველეს ყოვლისა იმით იგრძნობა,რომ კაცს უნარი აღარ შესწევს საუცხოო ბავშვური მოქმედებანი ჩაიდინოს”.
* * *
„ერთადერთი ვნება,რომელმაც ყველა სხვა ვნება მოინელა,არის ფული – ეს იარაღი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისა”.
* * *
„ – იცოდე,რომ რაიმე მოწოდება,ანდა გულის კაპრიზი აღტაცებულ ადამიანს აიძულებს სრულიად იმის საწინააღმდეგო საქმეს მოეკიდოს,რასაც იგი მთელი თავისი სიცოცხლე ემსახურებოდა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანისათვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა სულის ხსნა.ამის შესახებ არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს,ვინაიდან ეს ბედნიერება სამარადისო იქნება”.
* * *
„გამოვტყდეთ,რომ უაღრესად დაკმაყოფილებული თავმოყვარეობის თავშექცევა და საზრუნავი, და თვით განუზომელი ხელისუფლებაც კი არაფერს წარმოადგენენ იმ სანუკვარ ბედნიერებასთან შედარებით,რომელსაც გვანიჭებს სინაზითა და სიყვარულით აღსავსე დამოკიდებულება.მე ჯერ ადამიანი ვარ და შემდეგ მონარქი და, როდესაც ბედნიერება მაქვს ვინმე მიყვარდეს – ჩემი სატრფო ჩემში ხედავს ადამიანს და არა მონარქს”.
* * *
„უნდა მივდიო იმ ბრძნულ წესს,ყველა გონიერი კაცის მიერ რომ არის აღიარებული და ს ი ფ რ თ ხ ი ლ ე ს რომ ეძახიან”.
* * *
„ნურასოდეს ჩაიდენ ბოროტმოქმედებას,რაგინდ დიდი არ უნდა იყოს ცთუნება”.
* * *
„უმჯობესია მოკლა ეშმაკი, ვიდრე მას მოაკვლევინო თავი”. – (ავტორი გენია.ჯი)