ამონარიდები შალვა დადიანის რომანიდან – „გვირგვლიანების ოჯახი”
„რელიგია ეს ჩემი სინდისის საქმეა.თავის დღეში მე ხუცებისაგან,სასულიერო წოდების ადამიანებისაგან,არავითარი ისეთი ჭეშმარიტება არ გამიგია – მანამდე ჩემს სინდისს არ ეკარნახებინოს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეტყობა,ასე ხდება ცხოვრებაში.თვით არ გვინდა სხვის ტანჯვას ვუყუროთ,მხოლოდ თუ ამ ტანჯვისაგან ჩვენ რაიმე სარგებლობას მივიღებთ,ამაზე კი არ ვიტყვით უარს”.
* * *
„ჰოი,სიჭაბუკევ! რა არის ის ძალთაძალი,რომელიც თავიდან აგაბორგებს და ბოლოს… შეიძლება დონ კიხოტობამდე მიგიყვანოს?”
* * *
„დაიწვას და ნაცარტუტად იქცეს ყოველივე,რაც უსამართლობითა და თაღლითობით არის გაჩენილი ხალხის შესავიწროებლად…”
* * *
„რაც არ უნდა შეგხვდეს ცხოვრებაში,გესმის? რაც არ უნდა შეგხვდეს,კარგად დაიმახსოვრე,თვითმკვლელობას არ უნდა მიმართო.სხვა არა იყოს რა,ჩვენი რჯული გვიშლის თვითმკვლელობას.მერმე კიდევ სიცოცხლეს რა სჯობია?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – არა,მტრულად აღზრდა ნამეტანია,მაგრამ ზომიერება კი საჭიროა ბავშვის მიმართ: არც ნამეტანი მოფერება,არც ნამეტანი წყრომა”.
* * *
„ხანგრძლივი ჟამთა ცვლა,თქვენც კარგად იცით,ადამიანის ცხოვრებაშიაც ბევრს სიმწვავეს თავის ძალას ართმევს,ბევრს წამოჭვიებულ ფერს ახუნებს.ბევრს რასმესაც,რაიც ძალზე შემაწუხებელი იყო,სრულიადა შლის მახსოვრობიდან და ასე სულ”.
* * *
“შექსპირს აქვს ნათქვამი: „მამაკაცი აპრილია,როცა არშიყობს, და დეკემბერი,როცა ცოლს შეირთავსო”.
* * *
„მამაკაცი არ არის ის,ვინც თავის ტანჯვას ვერ დამალავს.მამაკაცი არ არის ის,ვინც გაწვალებას ოხვრით გაამჟღავნებს.ოხვრითა და ვიშით ქალები ნუგეშობენ.ჭრილობებს ის უძლებს,ვინც უფრო ამტანია.ვისაც ატანა არ შეუძლია და მოთმენა არა აქვს,ის მალე მოკვდება.სიმხდალე რომ გვშველოდეს,მაშინ კურდღელი ყველაზე დიდხანს გაძლებდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი ადამიანის ბატონი არ უნდა იყოს”.