ამონარიდები მიგელ დე უნამუნოს ნაწარმოებებიდან…

„ცხოვრების ერთადერთი მოძღვარი ისევ ცხოვრებაა,სხვა არავითარი პედაგოგიკა არ არსებობს,ცხოვრებას მხოლოდ ცხოვრება გვასწავლის და ყოველი კაცი თავიდან უნდა შეუდგეს ამ მეცნიერების შესწავლას…” – (ბურუსი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მე ვერავის დავაძალებ სიმართლის თქმას,თუკი ეს სიმართლე სიცოცხლის ფასად დაუჯდება”. – (წმინდა მანუელ სათნო,წამებული)

* * *

„რატომ დავიბადე ამ სიძულვილის მიწაზე? მიწაზე,რომლის დევიზია: „გძულდეს მოყვასი შენი,ვითარცა თავი შენი!” – (აბელ სანჩესი)

* * *

„აბა,როგორ შეიძლება შური გაუჩნდეს ადამიანს სხვისი მიწების,სხვა დროების მიმართ: არც უცხოელებისა შეგშურდება,არც სხვა ასაკისა და სხვა თაობისა.მხოლოდ შენი თაობისა და შენი თანატოლისადმი შური გაგმსჭვალავს და მაინც ყველაზე დიდი შური ძმებს შორის ჩნდება ხოლმე.შემთხვევით არ წარმოქმნილა აბელისა და კაენის ლეგენდა…” – (აბელ სანჩესი)

* * *

„ – თუ სიმართლე გინდა,მოგონებებით ცხოვრება სჯობია იმედებით ცხოვრებას,ის,რაც იყო – იყო,ხოლო ის,რაც უნდა იყოს,კაცმა არ იცის,იქნება თუ არა!” – (აბელ სანჩესი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მხოლოდ სულელს მიაჩნია თავი უძლეველად”. – (ბურუსი)

* * *

„ადამიანმა ბევრად უკეთესად იცის,რას გრძნობს,უყვარს თუ სძულს და ბევრად უარესად,რა არის მისთვის სასარგებლო”. – (ბურუსი)

* * *

„ყველა კვდება,ყველა,ყველა და ყველაფერი! ჩემს ირგვლივ რომ ყველა და ყველაფერი კვდება,ეს უფრო მიმძიმს,ვიდრე ის,რომ მე მოვკვდე ყველასთვის”. – (ბურუსი)

* * *

„ჩვენ ყველა ვთამაშობთ,ჰო,რამე როლს ამოვირჩევთ და ვთამაშობთ და კიდეც მოგვწონს,არა კაცს არ უნდა თავისი თავი იყოს,ყველა სხვისი მიმხედურობით ცხოვრობს”. – (ბურუსი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანი კეთილი იბადება,იგი ბუნებით კეთილია,საზოგადოება კი აფუჭებს და რყვნის მას…” – (ბურუსი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>