ამონარიდები ჟან-ჟაკ რუსოს გენიალური ქმნილებიდან – „ჟიული, ანუ ახალი ელოიზა”
„სიცოცხლის უკანასკნელი წუთები მეტისმეტად ძვირფასია, და შეუძლებელია მათი ამაოდ და ფუჭად დაკარგვა.უკეთუ არ ძალგიძთ ჩემი სიცოცხლის გახანგრძლივება,ნუ შემიმოკლებთ მაინც მას,ნუ წარმტაცებთ იმ წუთებს,რაიც ჯერ კიდევ მომიბოძა ბუნებამ.რაც უფრო ნაკლები დრო მშთენია,მით უმეტეს უფრო პატივი უნდა მიაგოთ მას,გადამარჩინეთ ანდა ჩამომეხსენით; მარტოკაც მშვენივრად მოვკვდები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განა შესაძლებელია გიხაროდეს სიცოცხლე,როცა ხედავ,ასე ახლოს რომ არის მასთან გამოთხოვების ჟამი?”
* * *
„ვერ ვიტყვი,მდგომარე უნდა მოკვდნენ თუ არა იმპერატორები,ოღონდ კარგად გამეგება,ოჯახის დედას მხოლოდ სიკვდილის ჟამსა აქვს ლოგინში ჩაწოლის უფლება”.
* * *
„პატიოსნად გატარებული სიცოცხლე – აი სიკვდილის სამზადისი”.
* * *
„ჟამი სიკვდილისა დიდი არაფერია; ტანჯვა-წამებას ბუნება გვიწესებს და ამიტომაც არც იმდენად შემაძრწუნებელი ამბავია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რელიგია,რომელიც არ უწყობს ხელს არც ბიწიერებისა და არც ფანატიზმის განვითარებას,გვანიჭებს იმის უნარს,ვიყოთ ბრძენი და მასთან ერთად გვწამდეს ღმერთი,ვიყოთ ადამიანური და თანაც ღვთისმოსავი”.
* * *
„ოდეს ყველაფერს მოვიპოვებთ,ზოგიერთი რამის დაკარგვაც მოგვიხდება”.
* * *
„ვისთვისაც სიკვდილზე უფრო საშინელია დანაშაული,მას ვერასოდეს გახდი ბოროტმოქმედად”.
* * *
„სინდისი სულაც არ გვეუბნება,ჭეშმარიტება რა არისო,მაგრამ ჩაგვაგონებს ჩვენ-ჩვენს ვალდებულებათა შეგნებას.სავსებით არ გვიკარნახებს,რა უნდა ვიფიქროთ,არამედ – რა უნდა ვაკეთოთ; სულაც არ გვასწავლის კარგად მსჯელობას,არამედ გვასწავლის კარგად მოქცევას”.
* * *
„უკეთუ ადამიანის რწმენას მისი საქმეების მიხედვით განსჯის ღმერთი,მაშინ ყველას,ვინაც ქმნის კეთილ საქმეს,სწამს ღმერთი”. – (ავტორი გენია.ჯი)