ვაჟა-ფშაველა წერდა…

„აკვანი და კუბო ტყუპნი არიან; ვიბადებით, აკვანში გვაწვენენ და გვარწევენ. ვიხოცებით – კუბოში გვასვენებენ და სამარისაკენ ქანაობით მიგვათრევენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბოროტი არ იბადება არასდროს კაცი. მის გაბოროტებაში გამზდელი, მშობლები, თვითონ ჩვენა ვართ დამნაშავე”.

* * *

„ცემით დაშინება შეიძლება კაცისა, გაპატიოსნება კი – არასოდეს”.

* * *

„დღეს რომ ცოცხალი ვარ, – ეს მეტი მადლია ჩემთვის ღვთისაგან მონიჭებული და ვცდილობ სიცოცხლე რაში გამოვიყენო. ვფიქრობ, ვგრძნობ, მიყვარს, მძულს და კაცი მქვიან, დიაღ, კაცი, საუკეთესო ბუნების წევრი ვარ, – ალბათ სიცოცხლესთან სიკვდილიც ერთი მადლია, ერთი მშვენიერებთაგანი, დამამძიმებელი, ამაღელვებელი ჩემის კაცობისა”.

* * *

„ფიქრი კაი საქმეა, უფიქრელი მხოლოდ ქვაა…” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბედნიერებაწართმეულს რა ჰრჩება უბედურობის მეტი? – არაფერი”.

* * *

„როგორც უზარმაზარ საყდარში იმყოფება ღმერთი, ისე პატარაში”.

* * *

„ძნელად სათქმელს როგორ ადვილად იტყვის კაცის ენა”.

* * *

„მაგიერის გადახდა წესია, რჯულია, სახელია”.

* * *

„ჩვენ, ერთს დროს სულისა და ღვთისმოყვარეობით განთქმული ერი, ღმერთსაც კი აღარ ვლოცულობთ სწორედ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება