ამონარიდები მიგელ დე უნამუნოს ნოველიდან – „ბურუსი”

„აქ,ამ ჩვენს უბადრუკ ცხოვრებაში,მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ,რა გამოვრჩეთ უფალს; არც იმაზე ვიტყოდით უარს,ქოლგასავით გადაგვფარებოდა და ყოველგვარი შეჭირვებისაგან დავეფარეთ!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ნუ გამოივსებთ ჯიბეებს იმითი,რაც თავშიაც კარგად თავსდება!”

* * *

„ქალმა ყოველთვის იცის,როდის უყურებენ,თუნდაც ვერ ხედავდნენ, და იცის,როდის ხედავენ,თუნდაც არ უყურებდნენ”.

* * *

„ხვალ! ხვალინდელი დღე ღმერთისაა! გუშინდელი ვიღასია? გუშინდელი დღე ვიღას ხვედრია? გუშინდელი დღე ძლიერთა განძია!”

* * *

„მათხოვარს ხელს ვერა კრავ,მითუმეტეს ისეთ მათხოვარს,ვინც თვალებით გთხოვს მოწყალებას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცხოვრება  ბევრს გვასწავლის,სიკვდილი – უფრო მეტს და ორივე კი გაცილებით უფრო მეტს,ვიდრე რომელიმე მეცნიერება”.

* * *

„ბუნებრივად რომ ჩაიდენ კაცი გმირობას,ძალიან კარგია! მაგრამ ანგარიშით?”

* * *

„სანამ ჭეშმარიტ ცრემლებს არ დაღვრი,ვერც იმას იტყვი,სული მაქვსო”.

* * *

„სიტყვა საზოგადოების პროდუქტია და სიცრუისთვისაა შექმნილი.ჩვენი ფილოსოფოსისგან გამიგონია,ჭეშმარიტებაც,სიტყვის დარად,საზოგადოების პროდუქტიაო,მისი ყველას სჯერა და რაკი სჯერა,ერთმანეთისაც ესმითო.საზოგადოების ყოველგვარი პროდუქტი – სიცრუეა…”

* * *

„ნამდვილი სიტყვის კაცი თავისი განზრახვის თაობაზე ჯერ ხმამაღლა იტყვის,მერე მოიფიქრებს,კარგად ასწონ-დასწონის და ბოლოს მაინც შეასრულებს,რაც არ უნდა უგუნურად ეჩვენოს.ნამდვილი სიტყვის კაცი ერთხელ ნათქვამს არამცა და არამც აღარ გადათქვამს და აღარც არაფერს შეცვლის”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>