ამონარიდები იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს შედევრიდან – „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”

„თქვენ იქნებ ფიქრობთ, მე ამქვეყნად იმიტომ ვარსებობ, რომ ადამიანებს რჩევა მივცე.ეს ხომ ყველაზე სულელური ხელობაა, რასაც შეიძლება მისდევდეს კაცი. უმჯობესია თითოეულმა თვითონ მისცეს საკუთარ თავს რჩევა და გააკეთოს ის, რასაც გული კარნახობს. თუ კარგად წაუვა საქმე, გაიხაროს იმით, რომ ბრძენი და ბედნიერია, თუ ცუდად – აგერ არა ვარ, შემახოცოს ხელი”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საზოგადოებას ყველაფერი შეიძლება მოახვიო თავს, მაგრამ არა ის, რასაც შედეგი მოსდევს”.

* * *

„უცნობს მხოლოდ მაშინ შეიძლება შევეჭიდოთ, როცა ნაცნობში სავსებით გავერკვევით”.

* * *

„საკმარისია ვინმემ განაცხადოს, თავისუფალი ვარო და იმწამსვე იგრძნობს, რომ თავისუფალი არ არის, ხოლო თუ გაბედავს თავი არათავისუფალ კაცად გამოაცხადოს, მაშინვე იგრძნობს, რომ თავისუფალია”.

* * *

„მეგობრისგან მე ერთსაც მოველი და მეორესაც”.

* * *

„რა ცოტა სიტყვებია საჭირო იმისათვის, რომ აღზრდის მთელი არსი გამოხატო, ადამიანებს რომ მოსმენის უნარი შესწევდეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ო, როგორ წარმავალია ადამიანი, ვიდრე იგი თანადამსწრეა თავის წრის და თავის გარემოს, იგი კიდევაც ახდენს მათზე შთაბეჭდილებას და როცა წავა, გაეცლება საყვარელ საგნებს, ძვირფასს არსებებს, წარიხოცება და უწყალოდ წარიშლება მისი კვალი ცხოვრებაში”.

* * *

„ადამიანის ცხოვრებას დიდი ფასი არა აქვს მაინცდამაინც. რაც უფრო მეტი ხანი გადის, მით უფრო მკვიდრდება ეს აზრი ჩემში”.

* * *

„ყოველ ადამიანს უქარწყლდება იმედი, ყოველ ადამიანს ღალატობს ბედი”.

* * *

„საამოა ჩინებული ადამიანის სიახლოვეს ცხოვრება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>