ამონარიდები მიგელ დე სერვანტეს საავედრას უკვდავი ქმნილებიდან – „დონ კიხოტი”
„კამილა დანებდა; დანებდა საბრალო კამილა,მაგრამ რა არის აქ საკვრიველი? აკი,ვერც ლოტარიოს მეგობრობამ გაუძლო და ისიც დაეცა.ეს მაგალითი ერთხელ კიდევ თვალნათლივ გვიმტკიცებს,რომ ყოვლის წამლეკი ვნების ძლევა,მხოლოდ ერთი გზით თუ შეიძლება: უნდა გაექცე; უნდა გაექცე,რადგან არვის ძალუძს ესოდენ ძლევამოსილი მტრის წინააღმდეგ ბრძოლა,ვინაიდან მის ამქვეყნიურ ძალმოსილებას მხოლოდ არაამქვეყნიური ძალა თუ შეიძლება დაუპირისპირდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცმა რომ იმ იარაღით დაჭრას ვინმე,რომელიც ალალბედზე მოხვდება ხელში,ამნაირი ჭრილობა დაჭრილის ღირსებას არ შეურაცხყოფს,ვინაიდან ორთაბრძოლის წესებში გარკვევით წერია: მეწაღეს რომ ხელში კალაპოტი ეჭიროს და თავის ამხანაგს ჩაარტყას თავში,მართალია,ეს კალაპოტი ხის კია,მაგრამ თავში ჩარტყმულზე მაინც ვერ იტყვი,ჯოხით სცემესო.ამას იმიტომ გეუბნები,რომ არ იფიქრო,თითქოს წეღანდელმა ცემა-ტყეპამ ჩვენი ღირსება შეურაცხყო,ვინაიდან იარაღი,რომელიც მაგ ოხრებს ეჭირათ ხელში და რომლითაც ასე უღვთოდა გვჟეჟეს,მხოლოდ და მოხლოდ კომბლები იყო; რაღაც არ მახსოვს,რომ რომელიმეს ან ხმალი,ან დაშნა,ან ხანჯალი სჭეროდეს ხელში”.
* * *
„ამ ქვეყნად სანდო და საიმედო არაფერია”.
* * *
„ – უნდა იცოდე,ჩემო სანჩო, – შენიშნა დონ კიხოტმა,რომ არც ისეთი უბედურება არსებობს,რომლის ხსოვნაც ვერ წაშალოს დრომ, და არც ისეთი ტკივილი,რომ სიკვდილმა არ განკურნოს”.
* * *
„სიყვარული,როგორც გამიგონია,ხან დაფრინავს,ხან დაჩანჩალებს; ვის გრიგალივით ეძგერება,ვისკენ კუს ნაბიჯით მიღოღავს; ზოგს აზრობს,ზოგსაც ფერფლად აქცევს; ჯერ თითქოს არც კი დაუწყია და უკვე ამთავრებს საქმეს; დილით რომ ალყას შემოარტყამს ციხესიმაგრეს,საღამოს უკვე აღებული აქვს,რადგანაც არ არსებობს ძალა,წინ რომ აღუდგეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა სიშლეგეა და სისულელე სხვისი ნაკლის ჩხრეკა თუ შეცდომების ჩამოთვლა,როცა ჩემიც თავზე საყრელად მაქვს ჩამოსათვლელი”.
* * *
„ღმერთი ბოროტებას კი ითმენს,მაგრამ არა სამუდამოდ”.
* * *
„სახელი სახრავის გარეშე ჩირადაც არა ღირს”.
* * *
„გამონაგონი ამბავი მხოლოდ მაშინაა კარგი და ყურადღების ღირსი,როცა ავტორი სიმართლეს უახლოვდება და სინამდვილესთან ბევრი რამა აქვს საერთო,ცხოვრებიდან აღებული ამბავი კი მით უფრო უკეთესია,რაც უფრო ახლო დგას ჭეშმარიტებასთან”.
* * *
„იცოცხლეთ,უკუნითი უკუნისამდე,ყველამ ერთად და თვითეულმა ცალ-ცალკე,მოკვდავთა სალხენად და საამებლად!” – (ავტორი გენია.ჯი)