ამონარიდები დიმიტრი წიკლაურის ნოველიდან – „ადგილი მზის ქვეშ”
„ცხოვრება წკმუტუნა ლეკვივით გეთამაშება,სანამ ავ ნაგაზებს მოგიქსევდეს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამყარო საკმაოდ ტევადი სკივრია,რათა ყველაფერს მიუჩინოს ადგილი”.
* * *
„ადამიანებს წვრილმანები ხარჯავს.ასე იმიტომ ჰქვია,რომ მათზე დაკარგული დროა დასანანი”.
* * *
„საკმარისია მიუღწეველი რამ დაისახო მიზნად,რომ საკუთარ უნიათობაში დარწმუნდე”.
* * *
„მთავარი მაინც სინამდვილეა და არა მისი შენიღბვა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიტყვები გულის ღუმელში თუ არ გამოწვი,შხამის მატარებლები ხდებიან”.
* * *
„განა სანთელს მოგიზგიზე ცეცხლს უკიდებენ,როცა ოდნავი ალიც საკმარისია? განა ვიცით კია რაიმე ზედმიწევნით? იქნებ ისევე გვეშინოდა დაბადების,როგორც გვეშინია სიკვდილის? და გაგვყავს დღეები მოჩვენებით წარმატებებში”.
* * *
„მთვარე ყველაზე მეტად გვარწმუნებს,რომ წარსული ჩავლილი დროა,აწმყო კი იდუმალ ზრახვათა მიმჩქმალი დრო,რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წარსულში მოხდა,აწმყო რომ ცეცხლით გამოჯეკა,ხოლო შეჩვენებამ აჩრდილად აქცია”.
* * *
„ცუდის დავიწყება დიადი თვისებაა,ჭირვეულობას არ შეეჩვიო”.
* * *
„მოჩვენებით ღირსებებს არასოდეს გაუსვა ხაზი – სიცოცხლე ღვთის ბილიკით სიარულია!” – (ავტორი გენია.ჯი)