ამონარიდები ეგნატე ნინოშვილის მოთხრობიდან – „ჩვენი ქვეყნის რაინდი”

„როცა საზოგადო საქმისთვის თავს სწირავს ადამიანი,იცის,რომ მისი ღვაწლი ამაოდ არ ჩაივლის,ასე თუ ისე კეთილ ნაყოფს გამოიღებს.ასეთ თავგანწირვაში რაღაც ერთგვარი კმაყოფილებაც არის,მერე კიდევ წინდაწინვე იცი,რომ თავი უკვე შეწირული გაქვს,აქ შიშიც აღარ ეკარება შენს გულს.მაგრამ,როცა ადამიანი ხედავს,რომ მისი სიცოცხლე სრულიად უმნიშვნელოდ,ფათერაკად უნდა გაქრეს,მაშინ კი ძლიერ დაენანება თავი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ასეა,ერთისთვის ხერხი მიუცია ღმერთს,მეორისთვის – ღონიერი მკლავი”.

* * *

„ეს ყოველთვის ასეა: უმშვენიერესი ამქვეყნად უმამაცესს ეკუთვნის”.

* * *

„ – როცა კაცი აღიჭურვება და ბრძოლის ველზე გავა,მაშინ სულ სხვაა,მაშინ იცის,რომ ბრძოლის ველზეა და არც ერიდება ბრძოლას.მარა,როცა იარაღჩამოხსნილი თავის ოჯახში კერასთან ზის,მაშინ მცირე რამ საშიშროებაც კი შეაშფოთებს და შეაკრთობს მის გულს”.

* * *

„არც სიყვარულს უნდა დაემონოს ადამიანი განუსჯელად.სიყვარული გრძნობა არის და გრძნობის ხელმძღვანელი ყოველ შემთხვევაში გონება უნდა იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქართველი კაცის ჩვეულება ასეა,გეწვევა უნდა მიიღო,არმიღება გალახვაა”.

* * *

„ – ყოველივეს საზღვარი აქვს.იჭვი არ არის,ადამიანის სულიერ ძალასაც და გმირობასაც ექნება თავისი საზღვარი”.

* * *

„ – უადგილო შიში იგივე ავათმყოფობაა.უნდა ეშინოდეთ იმათ,ვისაც რამე დაუშავებიათ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ორი ადამიანის სიცოცხლე ღირს იმათ,რომ მათ დამღუპველს პასუხი მოეთხოვოს!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>