ამონარიდები სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული ქმნილებიდან – „წიგნი სიბრძნე სიცრუისა”
„მეფენი საჭურისთა და სხვათაცა საქმეთა სცნობენ და მეფეთა საქმესა ვერავინა სცნობენ, თუცა კაცი იგი არ გამეფდა, – რომ მათის საჯდომი მაღალია და დაბლიდამ არ ინახება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სხვას კაცთან მიწყინეთ, თვარა ჩემს ქმართან მე ბოზობას ვერა საქმით ვერ მოვრჩებიო”.
* * *
„შენი ბედი შენისთანაა და რაც მას სჭირს, შენც იმას გაძლევს”.
* * *
„მტერი რა კაცსა მტერობით ვერას დააკლებს, დაემოყვრების და მით გაუსრულებს მტერობას”.
* * *
„უმეცარ კაცსა გულით ნუ მიენდობი; შეუმცნებელს უსუსურად ნუ ეჩვენები; ყოველ ჟამ ფრთხილად იყავ, შენი სახლიც იყოს; მშიერს სტუმრად ნუ ეწვევი; გლახაკისაგან ჩუქება ნუ გინდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სამნი განარისხებენ კაცსა: ერთი – შვილი ურჩი და უსმინარი, მეორე – დიაცი მაგინებელი, მესამე – მონა ყბედი”.
* * *
„ეშმაკი ეშმაკურის საქმის მცოდნელია”.
* * *
„კაცმან შენზე სამსახური ქმნას, იკვეხდეს და ზვაობდეს – გეწყინება!”
* * *
„ძველად თქმულა: ერთმან გლახაკმან თქვა – მეფეთა ვჯობივარი ამად, რომ მე რაც მაქვს, მეყოფის და კიდეც ვჯობივარო და მათ ხმელეთი იშოვონ, არ იმყოფინებენ და არც გაძღებიანო!”
* * *
„ – უნაღვლო და უზრუნველი კაცი არა არს პირსა ყოვლისა ქვეყნისასა”. – (ავტორი გენია.ჯი)