ამონარიდები გურამ ბათიაშვილის რომანიდან – „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა”
„დღეს სიმართლის თქმა სასაფლაოსკენ წასვლას ნიშნავს… მეც რა… უნდა დავყვე ნებას… სიმართლე მოიცდის,მოვა დრო,ან თავად უნდა მოიყვანო დრო,როცა სიმართლე ყველას დასჭირდება… დღეს კი სიცოცხლის გადამრჩენი ტყულია… დღეს სიბრძნე სიცრუეა… კი,სიცრუეშია სიბრძნე…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სახელმწიფო,რომელშიც მოღალატეს არ სჯიან,სნეულია”.
* * *
„ქვეყნის მტრის შენახვა ცუდთა ხელობაა”.
* * *
„როდის ყოფილა,როდის გაუმარჯვნია მტერს ჩვენზე? მხოლოდ მაშინ,როცა ჩვენ ეს ძლიერ მოგვინდომებია”.
* * *
„უკვირს ბოგოლუბსკის,ძლიერ უკვირს ამდენი მტრის პატრონმა ქართველმა ხალხმა დღემდე როგორ მოიტანა თავი.
- შინ თუ გარეთ ამდენი მტერი ჰყავთ,მაგრამ მაინც ლხინისკენ უჭირავთ თვალი.ისე ცხოვრობენ,თითქოს მტრები კი არა,მოყვრები ეხვიოთ თავს.პურის საჭმელად დასხდებიან,ორ ლუკმას შესჭამენს და ისე ამღერდებიან,მტრებიც კი სულგანაბულნი უსმენენ,სიმღერისათვის იმდენ ძალას იმეტებენ,თითქოს ამ წუთში მათი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდეს,ღვინის სმაც უყვართ და ლხინისას ბევრი,ბევრი ლაპარაკიც,ჩამავალ მზეს ისე შესცქერიან,როგორც ომში მიმავალ ერთადერთ შვილს,მზის ამოსვლას კი უფლის გამოცხადებად მიიჩნევენ.ამათ წვიმაც უყვართ,წვიმასაც კი უგალობენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთო,რაღა ასეთ ხალხში მიბოძე მეფობა,რა გულუბრყვილონი არიან – პურზე საუბარი ურჩევნიათ პურს”. – (ისევ იური ბოგოლუბსკის ფიქრებიდან)
* * *
„საქართველოში სიტყვა ვერცხლზე მძიმეა,ძვირიც”.
* * *
„ღმერთო ჩემო,აარიდე ჩემს ენას და ბაგეებს ბოროტი და ცბიერი საუბარი.დადუმდეს სული ჩემი,ჩემი მაწყვერებისათვის”.
* * *
„და დადიან ქვეყნად ადამიანები,რომელთა სულებში ბინადრობენ ლომები,დადიან ადამიანები,რომელთა სულებში უხსენებლისა მეტია,ვიდრე – ანგელოსისა,ადამიანები,რომელთა სულებშიც ანგელოსისა მეტია,ვიდრე – თხისა,მგლისა მეტია,ვიდრე – მტრედისა”.
* * *
„კაცის ცხოვრებაში დგება ჟამი,როცა ქვეყნისათვის იმაზე მეტი უნდა გააკეთოს,ვიდრე შეუძლია”. – (ავტორი გენია.ჯი)