ამონარიდები ლიტერატურული ქმნილებებიდან…
„ოჯახი არის ჩვენი უმაღლესი ბედნიერება, მაგრამ ჩვენი სუსტი წერტილიც არის”. – ალექსანდრე სოლჟენიცინი (ეგო) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაგინდ სათნო და კეთილშობილი არ უნდა გახდეს მტარვალი მსხვერპლის მიმართ, როგორაც არ უნდა ეცადოს ძველი შეცდომების გამოსწორებას, მაინც დიდ ტკივილებს აყენებს ტანჯულს, რადგან ამ უკანასკნელის თავმოყვარეობას მისდამი ეს თბილი, მამაშვილური დამოკიდებულება წარსულ წამებაზე ნაკლებ როდი აღიზიანებს”. – მერაბ აბაშიძე (აქეთ მაშხალები,კვაზიმოდო)
* * *
„ – რამდენჯერ მოგსვლია: შეხედავ კაცს – მოგეწონება, გაიცნობ, მოგეწონება, დაგელაპარაკება, მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ, უიმე მტრისას… შემოიკრავ თავში ხელს – როგორ შევცდი, ვინ მეგონა და… პირიქითაცაა: შეხედავ – აგბურძგლავს, გაიცნობ – დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს – დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და… არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია – არაა ცუდი. მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ – კარგია, გაიხედავ – ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ – ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ – მაინც ცუდი… წარმოგიდგენია? – ხან კარგი, ხან ცუდი, ხანაც… და სულ ასე. საერთოდ კი, რომ აღინიშნოს, ამ მესამე კატეგორიაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი შედის”. – გურამ დოჩანაშვილი (იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი)
* * *
„ცხოვრება ყოველთვის კარგია, რაკიღა ყოველთვის შეიძლება უარესი იყოს”. – ჯემალ ქარჩხაძე (სოლომონიანი)
* * *
„ბატონებო! სადღაც ყური მომიკრავს – სამართლიანი შურისძიება ბედნიერს ხდის ადამიანსო”. – მერაბ აბაშიძე (აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მშვენიერია სამყარო, ადამიანთა დაუშრეტელი ღვარძლიანობა კი ამცირებს და შხამავს მას. როდისღა მოეღება ამას ბოლო? როდისღა დამშვიდდება მსოფლიო? როდისღა უნდა იცხოვროს ადამიანმა ლაღად და უშფოთველად?.. – ამაზე ოცნებობენ თაობები”. – ალექსანდრე სოლჟენიცინი (ეგო)
* * *
„ – ადამიანი ადამიანისთვის – დღეა!” – გურამ დოჩანაშვილი (იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი)
* * *
„ვინც ისტორიას გულდასმით გადაფურცლავს, არ შეიძლება არ აღმოაჩინოს, რომ ყველაზე დიდი და ხანგრძლივი შეცდომები სწორედ იქ მოგვდის, სადაც შეცდომა გამორიცხული გვგონია”. – ჯემალ ქარჩხაძე (სოლომონიანი)
* * *
„ხალხი თუ აზვირთდა, ვეღარ მოსთხოვ მას – გონიერების ფარგლებს არ გადააბიჯოო”. – ალექსანდრე სოლჟენიცინი (ეგო)
* * *
„ამქვეყნად მრავალნაირი ამხანაგი არსებობს: არსებობს ამხანაგ-თანამშრომელი, ამხანაგ-მეზობელი, ამხანაგ-კურსელი, ამხანაგ-პურმარილელი, ამხანაგ-უფროსი, ამხანაგ-ხელქვეითი, ამხანაგ-უბნელი, მაგრამ ბავშვობის ამხანაგი მაინც სულ სხვაა”. – გურამ დოჩანაშვილი (იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი,ანუ გრიშა და მთავარი) – (ავტორი გენია.ჯი)