ამონარიდი ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „გამქრალი ოცნებანი”
„თქვენ რომ ისტორიაში მოვლენათა ადამიანური მიზეზები გეძებნათ იმის ნაცვლად,რომ დაგეზეპირებინათ მასზე გაკრული ეტიკეტები,ისწავლიდით როგორ მოქცეულიყავით.ფაქტების თავმოყრიდან ალალბედზე გამორჩეულმა ამგვარმა შემთხვევებმა მიმიყვანეს შემდეგ კანონამდე: ადამიანები,განსაკუთრებით დედაკაცები,გამოიყენეთ იარაღად,ოღონდ მათ ეს არ აგრძნობინოთ.ღმერთივით ეთაყვანეთ მხოლოდ იმას,ვინც თქვენს მაღლა დგას,ვინც თქვენ გამოგადგებათ და მანამდე ნუ მოსცილდებით,სანამ ძვირად არ დაუსვამთ თქვენს მორჩილებას მისდამი.ერთი სიტყვით,ადამიანებთან ურთიერთობაში იყავით ულმობელი და სულმდაბალი,როგორც ებრაელი.ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ნურაფერს დაერიდებით ისევე,როგორც ებრაელი არაფერს ერიდება ფულისათვის.ამასთან ერთად,ოდნავადაც ნუ შეიწუხებთ თავს ძირს დავარდნილი კაცისათვის,მოიქეცით ისე,ვითომ არც უარსებია მას.იცით რატომ უნდა იქცეოდეთ ასე? თქვენ ხომ გსურთ საზოგადოებას თავში მოექცეთ? თავდაპირველად უნდა ემორჩილებოდეთ საზოგადოებას,სწავლობდეთ მას.მეცნიერნი სწავლობენ წიგნებს,პოლიტიკოსები სწავლობენ ადამიანებს,მათ მისწრაფებებს,მათ მოქმედებათა მამოძრავებელ მიზეზებს.იცოდეთ,მაღალი წრე,საზოგადოება,ადამიანები მთლიანად ერთად აღებული,ფატალისტები არიან; აღმერთებენ მოვლენებს.იცით,რატომ ჩაგიტარეთ ეს მოკლე ლექცია? იმიტომ,რომ დარწმუნებული ვარ,თქვენ უსაზღვროდ პატივმოყვარე ბრძანდებით…” – (ავტორი გენია.ჯი)