ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „გამქრალი ოცნებანი”
„დიდი პიროვნებები უსინდისობის ჩადენით სულმდაბალ ადამიანებს არ ჩამოუვარდებიან მაგრამ,დიდი პიროვნებები უსინდისობას ფარულად ჩადიან”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მტერს ბუნებრივად ეთვლება ის,რაც აღმაშფოთებელია მეგობრის მხრიდან”.
* * *
„აღსანიშნავია,რომ ყველაზე ახირებული მიდრეკილებების ადამიანები ფულით მოვაჭრეთა წრეში გვხვდებიან.ეს ხალხი ერთგვარად გარყვნილია გონებით.მათ შეუძლიათ ყოველივეს ფლობდნენ და მაშასადამე მოყირჭებული აქვთ ყველაფერი.ყოველ ძალღონეს ხმარობენ,ოღონდ გულგრილობას თავი დააღწიონ.ვინც ღრმად ჩაწვდება ამ ადამიანთა არსს,აღმოაჩენს რაიმე მანიას,გულის რომელიმე კუნჭულში დაფარულ სუსტ ადგილს”.
* * *
„ყოველივე საპატიო და გამართლებულია იმ ეპოქაში,საცა სათნოება მანკიერებად გადაქცეულა და მრავალი სახის მანკიერება სათნოებად აღიარებულა”.
* * *
„ამაღლებული სულის ადამიანები ძნელად იჯერებენ ბოროტებასა და უმადურობის არსებობას.ცხოვრების მწარე გაკვეთილები უნდა გამოცადონ,რათა შეიცნონ,რაოდენ ღრმაა ადამიანთა გახრწნილება.ამ მხრივ,მათი წვრთნა დასრულდება თუ არა,,ისინი ამაღლდებიან ხოლმე ისეთ შემწყნარებლობამდე,რაიც ზიზღის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს”.
* * *
„არაფერია ისე ნაკლებად ცნობილი,ვითარც ის,რაც ყველამ უნდა იცოდეს, „კანონი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოპირდაპირე ადამიანის თვალებში ისე გამოფენილი ყოველი მისი ღირსება,როგორც ვიტრინაში”.
* * *
„ადამიანი წარმატებას მხოლოდ აუცილებლობის რკინის ხელის დაწოლით აღწევს”.
* * *
„ინტრიგა ტალანტზე მაღლა დგას; არაფრისგან რაღაცას ქმნის.ხოლო ტალანტის შესაძლებლობებს,უმეტეს შემთხვაში,ადამიანისათვის უბედურების მეტი არაფერი მოაქვს”.
* * *
„ზნეობრივი ყნოსვა აუცილებლად თან უნდა ახლდეს ცხოვრებისეულ ყოველგვარ დაკვირვებას”. – (ავტორი გენია.ჯი)