ამონარიდები ვიქტორ-მარი ჰიუგოს რომანიდან – „საბრალონი”
„ – როგორ არა ვთქვა? მკვდრებისთვისაც კი არ არის თანასწორობა! აბა პერ-ლაშეზის სასაფლაო ნახეთ.დიდებულები,რომლებიც მდიდრები არიან,სულ ზევით ბრძანდებიან,აკაციების ხეივანში,მოკირწყლულში,ისე რომ სულ ეტლებით მობრძანდებიან იქ მშვენიერი გზით.სხვები კი,საწყალი ხალხი,უბედურები,სულ ქვევით არიან,სადაც მუხლამდე ტალახია გაუვალი.ამ ტალახში მარხავენ საწყალ ხალხს,რომ უფრო მალე დალპნენ.თუ გაგიწყრა ღმერთი და მიხვედი ვისიმე საფლავის სანახავად,იქნება ვეღარც კი ამოძვრე ამ ტალახიდან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იაფად მარტო ტანჯვა-წვალება არის ხალხისა! სულ მუქთად არის საწყალი ხალხის ვაი-ვაგლახი!”
* * *
„შეუძლებელია ყვავად გადაიქცეს მტრედად გაჩენილი არსება.ეს გარდაქმნა მარტო ადამიანთა შორის არის,საუბედუროდ”.
* * *
„იშვიათი სანახავია ადამიანი,რომ გაჭირვება მორეოდეს და ვერ გაერყვნას”.
* * *
„განა მით უფრო მეტი არ უნდა იყოს გაჭირვებულის დახმარება,რამდენადაც ღრმად არის დაცემული საწყალი კაცი?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიღარიბე კეთილი მეზობელია სიღატაკისა”.
* * *
„სიღარიბე უცბად ატიტვლებს ცხოვრების მატერიალურ მხარეს და ცხადად ხდის მის საზიღროებას”.
* * *
„გაჭირვებასაც იგივე მოსდის,რაც ყველაფერს ამ ქვეყნად,შესაძლებლად და ასატანად ხდება ნელ-ნელა,ერთგვარ ფორმას იღებს ბოლოს,დასრულებისას”.
* * *
„მცენარესავით ცხოვრობს ადამიანი; მეტის-მეტად ნელია და სუსტი მისი განვითარება,მაგრამ მაინც საკმარისი რომ ცოცხალი იყოს”.
* * *
„სიღარიბის წვრილმან ბრძოლის დროს ბევრია თავგამოდებაც,ბევრია გმირი,რომელიც მთელ სიცოცხლეს ატარებს ამ ბრძოლაში, და მაინც თავს არ იხრის და არ ირცხვენს.ბევრია დიდებული და გამარჯვებული,რომელსაც არავინ ხედავს და არავინ აჯილდოებს.ცხოვრება,უბედურება,განცალკევება,მარტოდ დარჩენა,სიღარიბე – ეს ბრძოლის ველია სხვადასხვაგვარი,რომელს ყოველთვის ჰყავს თავისი გმირები,უჩინარი გმირები,ხანდახან უფრო დიდებული,ვიდრე სახელგანთქმული გმირები არიან”. – (ავტორი გენია.ჯი)