ამონარიდები ბორის პასტერნაკის რომანიდან – „ექიმი ჟივაგო”
„ყველა დედა – დიდი ადამიანის დედაა და მათი ბრალი როდია,მერე და მერე წუთისოფელი ზოგიერთ პირმშოს ხელს თუ მოუცარავს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზღაპრული მხოლოდ უბრალოებაა,როცა მას გენიოსის ხელი შეეხება”.
* * *
„თითოეული ადამიანი ფაუსტად იბადება,რომ ყოველივეს მისწვდეს,ყოველივე გამოსცადოს,ყოველივე გამოხატოს”.
* * *
„მუდამ მიმაჩნდა,რომ ყოველი ჩასახვა უმანკოა, და ამ დოგმაში,ღვთისმშობელს რომ ეხება,დედობის საერთო იდეაა გამოხატული.
ყოველ მშობიარეს თავს მარტოობის,მიტოვებულობის,საკუთარი თავის ამარა დარჩენის შარავანდედი ადგას.ასეთ დროს მამაკაცი ბაიბურში არ არის,ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესი გაელვებაა,რომლის მსგავსი ჩასახვისასაც არ ყოფილა,თითქოს ყოველივე ციდან ჩამოვარდნილაო.
ქალი თავის შთამომავლობას თვითონ აჩენს ქვეყანაზე,თვითონვე გადადის მასთან ერთად არსებობის უკანა პლანზე,სადაც მეტი სიწყნარეა და უშიშრად შეიძლება აკვნის დადგმა.იგი უსიტყვო მორჩილებით თვითონვე კვებავს და ზრდის პატარას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა ბედნიერებაა,განთიადიდან განთიადამდე მუშაობდე შენთვის და ოჯახისათვის,დაადგა სახლს სახურავი,დაამუშაო მიწა შენიანების გამოსაკვებად,რობინზონის მსგავსად მოიწყო ირგვლივ გარემო,შემოქმედს მიბაძო სამყაროს შექმნაში და მშობელი დედის კვალად კვლავ და კვლავ მოავლინო თავი შენი ამ ქვეყანაზე.
რამდენი აზრი გაიელვებს გონებაში,რამდენ სიახლეს მოისაზრებ,ვიდრე ხელი გართულია მიწის მუშის თუ კირითხუროს კუნთოვანი სამუშაოთი; სანამ თავს გონივრულ,ფიზიკურად გადასაწყვეტ ამოცანებს უყენებ,რომელნიც შესრულებისათვის სიხარულით და წარმატებით გაჯილდოებენ; სანამ ექვსი საათის განმავლობაში თავაუღებლივ უკირკიტებ რაიმეს ნაჯახით ან მიწასა სთხრი ღია ცის ქვეს,რომელიც კურთხეული სუნთქვითა გწვავს. და ის,რომ ეს აზრები,მიხვედრები და მიახლოებანი ქაღალდზე კი არ გადადის,მთელი თავისი წარმომავლობით დავიწყებას ეძლევა,დანაკარგი კი არა,შენაძენია.ქალაქელო განდევნილო,მოთენთილი ნერვებისა და წარმოსახვის გაცოცხლებას მაგარი შავი ყავით ანდა თუთუნით რომ ლამობ,არაფერი გაგეგება ყველაზე მძლავრი ნარკოტიკისა,ჭეშმარიტ გაჭირვებასა და მტკიცე სიჯანსაღეში რომ მდგომარეობს”.
* * *
„ძალაუფლების წერას ატანილი ადამიანები საკუთარ უცოდველობაზე ზღაპრებს ჰყვებიან და მთელი ძალით აქცევენ ზურგს სიმართლეს”.
* * *
„იმის გამო,რომ საშიშია,ხომ ვერ დავასკვნით,არ მოხდებაო?”
* * *
„არ არსებობს ფაქტები,ვიდრე ადამიანი მათში რაღაც თავისას,თავისთავადი ადამიანური გენიის რაღაც ნაწილს,რაღაც ზღაპარს არ შეიტანს”.
* * *
„დიახ,არის ამქვეყნად ჯოჯოხეთიც და დაცემაც,გახრწნაც და სიკვდილიც,მაგრამ,ამასთანავე,არსებობს გაზაფხულიც,მაგდალინელიც და სიცოცხლეც. და – უნდა გავიღვიძოთ.უნდა გავიღვიძოთ და ვიღვაწოთ.აღვსდგეთ და ავმაღლდეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)