ამონარიდები იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს პიესიდან – „ეგმონტი”
„თუკი მოვალენი ვართ თავი გავწიროთ ათასეული ადამიანებისათვის,იმის უფლებაც გვაქვს,იმავე ადამიანთა გულისათვის თავს გავუფრთხილდეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედი მიზეზიანია,იგი ხშირად კეთილშობილსა ხდის უღირს საქციელს და კარგად მოფიქრებულ საქმეს კი ღირსებას ახდის უხეირო დასასრულის გამო”.
* * *
„არამზადა ყველგან მოგებულია.იგი,დამნაშავის სკამზე როცა ზის,მოსამართლეს ასულელებს,მოსამართლის სავარძელზე მჯდარი კი უდანაშაულოს დამნაშავედ გადააქცევს ხოლმე”.
* * *
„ვინც მბრძანებლობას დაჩვეულია,ვინც მიეჩვია,რომ ყოველდღე განაგოს ათასეულ ადამიანთა ბედ-იღბალი,მისთვის ტახტიდან გადმოსვლა სამარეშეი ჩასვლას ნიშნავს.მაგრამ ისევ ესა სჯობია იმის მდგომარეობას,ვინც ცოცხლებს შორის ლანდივით დარჩენილა და ფუჭი პატივმოყვარეობით ნებავს ტახტის შენარჩუნება”.
* * *
„დიახ,ვინც თავის სიცოცხლეს მუდამ შრომასა და ზრუნვაში ატარებს,ასე ჰგონია,რაღაც შეუძლებელს ვაკეთებო,მაგრამ ის კი,რომელიც შორიდან ადევნებს თვალყურს და ბრძანებებს იძლევა,ყოველთვის ფიქრობს,მხოლოდ იმას მოვითხოვ,რაც შესაძლებელიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საკვირველია,სხვის აზრებს რომ ასეთი გავლენა აქვთ ჩვენზე!”
* * *
„არც ერთი ცდა საშიში არაა,თუ კაცი გაბედულად მოიქცევა”.
* * *
„ვინც თავის თავს კარგად იცნობს,მას თამამად შეუძლია წინ წასვლაც და უკან დახევაც”.
* * *
„წესრიგიან მოქალაქეს,რომელიც პატიოსანი და მუყაითი შრომით ირჩენს თავს,იმდენი თავისუფლება ყოველთვის ექნება,რამდენიც საჭიროა მისთვის”.
* * *
„რაც გინდა თავიდან აიცილო,პირდაპირ თავს დაგატყდება ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)