ამონარიდები იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს პიესიდან – „ეგმონტი”

„ადამიანები მხოლოდ მაშინ კი არ არიან ერთად,როცა ერთად ცხოვრობენ ხოლმე,არამედ ჩვენგან განშორებულებმა,შორს წასულმაც შეიძლება იცოცხლოს ჩვენთვის”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცს სჯერა,რომ ის თავისუფალია თავის მოქმედებაში და თავის ცხოვრებას თვითონ მართავს,სინამდვილეში კი მისი სული შეუჩერებლად მიექანება ბედისწერისაკენ”.

* * *

„რაც არ უნდა მებრძოლი სული გვედგას,ბუნება ბოლოს მაინც თავისას მოითხოვს.როგორც გველებით შემოხვეული ბავშვი ენერგიის აღმდგენი ძილით განცხომას ეძლევა ხოლმე,ასევე დაღლილი მგზავრიც სიკვდილის ჭიშკართან ერთხელ კიდევ წამოწვება დასასვენებლად და ღრმა ძილს მიეცემა,თითქოს წინ კიდევ გრძელი გზა ჰქონდეს გასავლელი”.

* * *

„კაცი ბევრ ბჭობას და თავისმტვრევას არ უნდა გადაჰყვეს, როცა მეტის გაკეთება არ შეუძლია”.

* * *

„ღამით ნაფიქრალს ღამითვე აასრულებენ ხოლმე.უსამართლობის უსირცხვილო მოქმედება თავს ასე უფრო იოლად დაიმალავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქვეყანას ეზიზღება გამარჯვების ყოველგვარი ჯილდოები,რომელთაც სულმოკლე ადამიანები მოტყუებით შოულობენ”.

* * *

„ვინაა ისე ბოროტი,რომ შეიძულოს ყველაზე ძვირფასი ადამიანი? ნუთუ ბოროტება ეგრე მძლავრია,რომ ასე მალე დასცეს ადამიანი,ვისაც ყველა პატივსა სცემს? მაგრამ ეს ასეა,დიახ,ასეა”.

* * *

„დარწმუნებული იყავით,რომ ხალხი არასოდეს მომწიფებული ასაკისა არ გახდება და არც გონიერი,ის ყოველთვის ბავშვად დარჩება”.

* * *

„რომ ვიცოდე,ჩემი სისხლი მრავალთათვის დაიქცევა და ჩემს ხალხს მშვიდობას მოუტანს,მას სიამოვნებით დავანთხევდი”.

* * *

„თავისუფლება? მშვენიერი სიტყვაა,ვინც ამ სიტყვას სწორად გაიგებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>