ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„როდესაც საჭმელ-სასმელით გამოვძღებით,სწორედ ისეთნი ვხდებით,როგორნიც არ უნდა ვიყოთ.საჭმლის მონელების დროს კუჭი ჩვენს გონებას თავის ჭკუაზე წაიყვანს,მეტისმეტი მოდუნება და მოსვენება კი ავხორცულ სურვილებს აღგვიძრავს,ასე ადვილად რომ გვიმორჩილებს ხოლმე”. – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (გიოც ფონ ბერლიხინგენი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წაღმა-უკუღმა მჯდომარენი რჯულს ძალას აკლებენ”. – გურამ ბათიაშვილი (ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა)
* * *
„ცრუ პირობითობის საამებლად კეთილშობილური და წმინდა აღტკინების უმოწყალოდ ჩახშობისათვის ბუნება სჯის ადამიანს და ამახინჯებს მის სულს”. – მანუელ გალვანი (ენრიკილიო)
* * *
„ – სახელი იაფად არ იყიდება”. – ონორე დე ბალზაკი (გამქრალი ოცნებანი)
* * *
„ცხოვრებამ მასწავლა,ყოველდღიური არსებობის აზრი საჭმელში როდია”. – ალექსანდრე სოლჟენიცინი (მატრონას კარმიდამო) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცის კვლაზე უარესია კაცის ზნეობრივი,სულიერი სიკვდილი,რომელიც ცოცხალს ტოვებს ადამიანს”. – ვიქტორ-მარი ჰიუგო (საბრალონი)
* * *
„როცა ადამიანებს არ უყვართ ერთმანეთი,მტერსაც დაჯაბნილი ჰყავს და სიდუხჭირესაც”. – გურამ ბათიაშვილი (ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა)
* * *
„ასეა მუდამ – მოსწრაფე ტილი პირველი მოჰყვება ხოლმე სავარცხელს”. – ალექსანდრე სოლჟენიცინი (ივან დენისოვიჩის ერთი დღე)
* * *
„გონების თვალი ვერსად ნახავს ვერც მეტ ბრწინვას და ვერც მეტ წყვდიადს,ვიდრე ადამიანში”. – ვიქტორ-მარი ჰიუგო (საბრალონი)
* * *
„ – მე ძალიან მიყვარს მზე.როცა მოვკვდები,ძალიან დამენანება მასთან განშორება”. – რეზო ინანიშვილი (ცისფერი გორგალი) – (ავტორი გენია.ჯი)