ამონარიდები იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს დრამიდან – „გიოც ფონ ბერლიხინგენი”

„ჭეშმარიტად ბედნიერი და დიდი მხოლოდ ის არის,ვინც არც ბატონია და არც მონა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ამქვეყნად რაღა არ არის ძნელი.ჩემი აზრით კი იმაზე ძნელი არაფერია,რომ კაცს ვერ გაგიბედავს ადამიანი იყო”.

* * *

„ნეტარება მას,ვისაც სათნოებით აღსავსე ცოლი ჰყავს! იგი ერთიორად მეტ ხანს იცოცხლებს.მე არ ვიცი,რასა ჰქვია ქალი,თუმცა იგი გვირგვინია შემოქმედებისა!”

* * *

„სადაც დიდი ნათელია,იქ დიდი ჩრდილიცაა…”

* * *

„მე მძულს ყოველგვარი ახსნა-განმარტება,რადგან ეს იმას ნიშნავს,რომ ან თავს იტყუებ და ან სხვას ატყუებ,უფრო მეტად კი ორივეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიღატაკე,უბიწობა და მორჩილება – აი,ის სამი აღთქმა,რომელთაგან ყოველი მათგანი ცალკე რომ განვიხილოთ,შეიძლება ბუნებისათვის შეუსაბამოდ მოგვეჩვენოს,ხოლო სამივე ერთად კი აუტანელია”.

* * *

„ადამიანის სიცოცხლე ხანმოკლეა.ერთი თაობა ყველა ვითარებას ვერ გამოსცდის”.

* * *

„როცა ამა თუ იმ ბატონს დავუახლოვდებით,იგი მალე ჰკარგავს წმინდანობისა და ღირსების შარავანდედს,რომლითაც ნისლოვან სიშორეში გვხიბლავდა ხოლმე, და ქონის პატარა ნაჭერიღა შეგვრჩება ხელში”.

* * *

„მიეცით ერთმანეთს ხელი და მეც წარმოვთქვამ – ამინ!”

* * *

„კეთილშობილო ადამიანო! კეთილშობილო ადამიანო! ვაი იმ საუკუნეს,რომელმაც შენ უარგყო!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება