ამონარიდები იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს დრამიდან – „გიოც ფონ ბერლიხინგენი”
„ვისაც ღმერთი ძირს დაანარცხებს,იგი თვითონ ვერ წამოდგება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თქვენი ალაყაფის კარებზე უფრო მაგრად ჩაკეტეთ გულები.დგება დრო სიცრუისა,თვალთმაქცობისა,რომელსაც სრული თავისუფლება მიეცემა.არამზადები დაიწყებენ ქვეყნის მართვას მზაკვრულ ხერხებით,პატიოსანნი კი მათ ბადეში გაეხვევიან”.
* * *
„მოსამართლენო,რომელნიც სჯით საიდუმლოდ,განაჩენი გამოგაქვთ საიდუმლოდ,ღვთაების მსგავსად მოარიდეთ გული თქვენი საქმესა ბოროტს,ხელები კი სისხლსა უმანკოს”.
* * *
„ვკვდები,ვკვდები და ვეღარ მოვკვდი.ჯოჯოხეთის ტანჯვაა სიკვდილისა და სიცოცხლის ბრძოლა”.
* * *
„ბოროტება მხოლოდ მიზეზს ეძებს და არა საფუძველს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნეტავი თავის დროზე მყოლოდა ისეთი მრჩევლები,რომ ჩემი დაუდგრომელი სული,ჩემი ყურადღება ცალკეული ადამიანების ბედნიერებაზე მიექციათ”.
* * *
„სიმდიდრის მოხვეჭა ისე არა სწამთ,თუ სხვები არ გაანადგურეს”.
* * *
„როცა ცოლები ჩვენს საქმეებში ჩარევას დაიწყებენ,მაშინ მტერი ტრიალ მინდორზეც კი თავს უშიშრად იგრძნობს”.
* * *
„უგუნური მოთამაშე კბილებით გლეჯს და ფეხით სთელავს უდანაშაულო კარტებს,რომელთაც იგი დაღუპეს”.
* * *
„ყალბ სიტყვებს ფასი მხოლოდ მაშინ აქვს,თუ ამ სიტყვებით ჩვენი საქმეებია შენიღბული.ნიღბოსანი,რომლის ცნობა შეიძლება,საცოდავ როლს თამაშობს”. – (ავტორი გენია.ჯი)