ამონარიდი ოთარ ჭილაძის რომანიდან – „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან”
„ვერავითარი გრძნობა ვერ დაუდგება გვერდით ვერც სიძლიერითა და ვერც სისასტიკით ვალდებულებადქცეულ სიყვარულს,რომელიც ჩანასახთან ერთად იზრდება და იქამდე გახვევს თავზე თავის ძალაუფლებას,სანამ თვალი აგეხილება,სანამ გონება გაგეხსნება და სანამ არჩევანის უნარი მოგეცემა.ღმერთმა ნუ ქნას,შეუფერებელი რომ აღმოჩნდეს ის გრძნობა შენი არსებისთვის და ერთხელ მაინც რომ მიიქციოს შენი ყურადღება,რადგან მისი ძირფესვიანად მოშორება ანდა გარდაქმნა ყოვლად შეუძლებელია. და ვინც ამას შეეცდება,ისევე ტყუილუბრალოდ დაიტანჯება,როგორც თანდაყოლილი კუზის ანდა უშნო ცხვირის მოშორების მოსურნე.დედმამისშვილის სიყვარული ღვთის წყალობაა,მაგრამ,შეიძლება ღვთის რისხვად იქცეს,თუკი თავიდანვე ვერ აუღებ ალღოს ამ სიყვარულის მადლს.ამ სიყვარულის მიჩქმალვა დანაშაულის გრძნობას კი გააქარწყლებს,მაგრამ სანაცვლოდ არარაობის შეგრძნებას გიჩენს.არა,დანაშაულის შეგრძნებას კი არ გიქარწყლებს,პირიქით,იმდენად გიმძაფრებს,რომ ამ გრძნობიდან არარაობად ჩანხარ თავად”. – (ავტორი გენია.ჯი)